ნავიგაცია

ავტორით ძებნა

შეიყვანეთ არანაკლებ 4 ნიშნისა


ამირანის ნომრები

ნომერი 1

ნომერი 2

ნომერი 3

ნომერი 4

ნომერი 5

ნომერი 6

ნომერი 7

ნომერი 8

ნომერი 9

ნომერი 10

ნომერი 11

ნომერი 12

ნომერი 13

ნომერი 14

ნომერი 15

ნომერი 16

ნომერი 17

ნომერი 18

ნომერი 19

ნომერი 20

ნომერი 21

ნომერი 22

ნომერი 23

ნომერი 24

ნომერი 25

ნომერი 26

ნომერი 27

ნომერი 28

ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.

სარედაქციო კოლეგია

საგამომცემლო საბჭო


1999 ნომერი 1

ბრინჯაოს ქოროსი ნოქალაქევიდან

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: ბესიკ ლორთქიფანიძე, ლევან მაყაშვილი

ეგრისის სამეფოს დედაქალაქ ციხეგოჯ-არქეოპოლისში გამოვლენილია ბრინჯაოს ჭაღის - ქოროსის ნაწილები: ორი გატეხილი დისკო, გაწყვეტილი ჯაჭვით. ისინი შეადგენენ ჭაღის ზედა და შუა ვერტიკალურ ნაწილებს. სამწუხაროდ, ქვედა, ყველაზე დიდი ზომის დისკო, რომელიც ჰორიზონტალურად იკიდებოდა, შემორჩენილი არ არის. აღნიშნული ქოროსი საგანგებოდ შეისწავლეს ვ. ლექვინაძემ და ლ. ხვედელიძემ. ჭაღის ორივე დისკოზე შემონახულია ბერძნული ასოები.



1999 ნომერი 1

ბავშვთა დაავადებების მკურნალობა იმერეთში. საყმაწვილო

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე

"საყმაწვილო" ბავშვთა ერთ-ერთი დაავადების ხალხური სახელწოდებაა, რომლის მთავარი სიმპტომი კრუნჩხვაა. მთხრობელთა გადმოცემით, საყმაწვილო უფრო მეტად ემართებათ თეთრ ბავშვებს მაღალი სიცხის დროს შეშინების ან ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასევე, თუ ბავშვი რაიმეთი მოიწამლება, უფრო სწორად, თუ რაიმე აწყენს - ხალხური ტერმინით "ნაწყენებზე". გარდა ამისა, მთხრობელებისაგან ვიგებთ, რომ საყმაწვილო, ძირითადად, პატარა ბავშვებს "გაუვლიდა" ხოლმე პერიოდულად.



1999 ნომერი 1

საცხოვრისის ფენომენი კავკასიის პალეომეტალების ხანის კულტურათა სისტემაში

შეტანის თარიღი: 2000-12-22

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურათა სისტემა, რომელიც თავისმხრივ ცირკუმპონტულ ზონაშიც ერთიანდება, თავისთავად მედიტერანული სამყაროს შემადგენელი ნაწილიცაა. ამრიგად, აღნიშნულ რეგიონში ეთნოგენეტური პროცესების კვლევა სცდება ვიწრო რეგიონალურ საზღვრებს და გლობალურ ხასიათს იძენს. აღნიშნული კუთხით კვლევის ჩატარება უცილობლად კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს, რამეთუ თავად ეთნოსი მრავალსახოვანი ფენომენია და ამდენად, მისი შესწავლა სხვაგვარად ცალმხრივობისა და ზედაპირულობისთვისაა განწირული.