ნავიგაცია

ავტორით ძებნა

შეიყვანეთ არანაკლებ 4 ნიშნისა


ამირანის ნომრები

ნომერი 1

ნომერი 2

ნომერი 3

ნომერი 4

ნომერი 5

ნომერი 6

ნომერი 7

ნომერი 8

ნომერი 9

ნომერი 10

ნომერი 11

ნომერი 12

ნომერი 13

ნომერი 14

ნომერი 15

ნომერი 16

ნომერი 17

ნომერი 18

ნომერი 19

ნომერი 20

ნომერი 21

ნომერი 22

ნომერი 23

ნომერი 24

ნომერი 25

ნომერი 26

ნომერი 27

ნომერი 28

ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.

სარედაქციო კოლეგია

საგამომცემლო საბჭო


2004 ნომერი 10

ბრინჯაოს ხანის "დროშები" და ხევისბრის ინსიგნიები ზემო ზგიდიდან (დიგორიდან)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ბერლინის (გერმანია) წინარე და ძველი ისტორიის მუზეუმში დაცულ სიძველეთა ცნობილი კოლექციებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კავკასიური წარმომავლობის კოლექციებსაც. ერთ-ერთი ასეთი კოლექციის შემადგენელი ნივთები მოპოვებულია, ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში (1882-1902 წ.წ.), ცნობილი მკვლევარის რუდოლფ ფონ ვირხოვის მიერ. იგი კავკასიაში ჩამოვიდა 1881 წელს, რუსეთის V არქეოლოგიურ კონგრესზე და დაინტერესდა ჩვენი მხარით; სადაც მან აწარმოვა კიდეც არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოები. მან ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები ყობანში, ყაზბეგთან, ყალაქენტთან, ყარაბახში...



2004 ნომერი 10

ქართული ხალხური მუსიკა და ქართველთა ეთნოგენეზი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნინო მაისურაძე

მუსიკალური ენა, როგორც ერის სულიერი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, ეთნიკური თავისებურების გამომხატველია. ხალხური მუსიკა შეიცავს არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ეთნიკურ ფუნქციას. მუსიკალური ენა მჭიდრო კავშირშია სამეტყველო ენასთან. დადგენილია, რომ მუსიკალური ენის განვითარების პროცესი, სამეტყველო ენის მსგავსად ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. იგი ათასწლეულების მანძილზე ვითარდება, ნელა იცვლება მუსიკალური ენის ზოგიერთი სტრუქტურული კანონზომიერება, რომელიც ტიპოლოგიურად ახლოს დგას ენის გრამატიკულ კანონზომიერებებთან.



2004 ნომერი 10

შრომის მოყვარეობა - მუშაკობა

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე

შრომა ადამიანის გარდაუვალი, აუცილებელი საჭიროებაა; ამასთან ზნეობრივი გრძნობაა, რომელიც სიკეთედ, საღვთო, ანუ საყოველთაო მოწოდებად აღიქმება. "ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მის რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი" (გაბრიელ ეპისკოპოსი). ჩვენი "ძველებიც" (წინაპრები) ყოველგვარ ადამიანის "დასარჩენ" - საკეთილდღეო საქმიანობას "საღვთო ზნედ" უხმობდნენ; ყოველი ცოდნა ზნეობააო (არჩილი). მათთვის "ხელიხელობა", "მარჯვენა" - გამარჯვებული, საღვთო "ნაწილი", საფიცარი იყო, ხოლო "სინდისიერი ოფლი", "ალალი" მარჯვენა თუ ლუკმა ღირსების და სიბრძნის გამომხატველი.