ნავიგაცია

ავტორით ძებნა

შეიყვანეთ არანაკლებ 4 ნიშნისა


ამირანის ნომრები

ნომერი 1

ნომერი 2

ნომერი 3

ნომერი 4

ნომერი 5

ნომერი 6

ნომერი 7

ნომერი 8

ნომერი 9

ნომერი 10

ნომერი 11

ნომერი 12

ნომერი 13

ნომერი 14

ნომერი 15

ნომერი 16

ნომერი 17

ნომერი 18

ნომერი 19

ნომერი 20

ნომერი 21

ნომერი 22

ნომერი 23

ნომერი 24

ნომერი 25

ნომერი 26

ნომერი 27

ნომერი 28

ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.

სარედაქციო კოლეგია

საგამომცემლო საბჭო


2014 ნომერი 25

შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა სოფელ ომალოდან

შეტანის თარიღი: 2014-01-04

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი, გიორგი ლაღიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადაზვერვო-არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო სოფ. ომალოს ვიზიტორთა ცენტრში დაცულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთების საკმაოდ მდიდარმა კოლექციამ. ბუნებრივია, დავინტერესდით ამ მასალის წარმომავლობით. როგორც გაირკვა, იგი მოპოვებული ყოფილა სოფელ ზემო ომალოს მიდამოებში, განაღმითი სამუშაოებისას. ჩვენ შევძელით მეტ-ნაკლები სიზუსტით მოგვეხდინა იმ ადგილების ლოკალიზაცია, საიდანაც შემთხვევითი მონაპოვარი მასალა მომდინარეობს.



2014 ნომერი 25

შუა ბრინჯაოს ხანის კატაკომბური სამარხები საქართველოში

შეტანის თარიღი: 2014-01-06

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის კულტურის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის 30-ანი წლებიდან წალკის პლატოზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით იწყება. სამხრეთ კავკასიის ვრცელ ტერიტორიაზე დღეისათვის ამ კულტურის ასეულობით ძეგლია შესწავლილი. ეს არის ძირითადად სამარხი ძეგლები. ცნობილია როგორც გორასამარხები ასევე ორმოსამარხები. გორასამარხებს შორის საინტერესო ჯგუფს წარმოადგენს ე. წ. კატაკომბური სამარხები. თრიალეთის კულტურის გავრცელების არეალზე სულ რამოდენიმე ასეთი სამარხია დღემდე დაფიქსირებული.



2014 ნომერი 25

მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური არტეფაქტები კოლხეთის დაბლობიდან და მათი ურთიერთმიმართების საკითხები ეთნოგრაფიულ მონაცემებთან

შეტანის თარიღი: 2014-02-15

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. V-III ათასწლეულების არქეოლოგიურ ძეგლებზე (შულავერის დანგრეული გორა #1 შენობა, შულავერის გორა, ხიზანაანთ გორა, ურბნისი, ქვაცხელას C1 ფენა) გამოვლენილი პალინოლოგიური მონაცემებით დასტურდება ყურძნისა და ვაზის არსებობა. მათგან უძველესი, შულავერის ნამოსახლარების კულტურულ ფენებში მიკვლეულმა ვაზის წიპწების ფინოგენეზურმა ანალიზმა, მათი ფორმების, ზომისა და წონის განსაზღვრამ საფუძველი მისცა სპეციალისტებს გამოეთქვათ მოსაზრება, რომ ისინი უფრო მეტ სიახლოვეს იჩენენ კულტურულ ვაზთან, ვიდრე ველურთან.