ნავიგაცია

ავტორით ძებნა

შეიყვანეთ არანაკლებ 4 ნიშნისა


ამირანის ნომრები

ნომერი 1

ნომერი 2

ნომერი 3

ნომერი 4

ნომერი 5

ნომერი 6

ნომერი 7

ნომერი 8

ნომერი 9

ნომერი 10

ნომერი 11

ნომერი 12

ნომერი 13

ნომერი 14

ნომერი 15

ნომერი 16

ნომერი 17

ნომერი 18

ნომერი 19

ნომერი 20

ნომერი 21

ნომერი 22

ნომერი 23

ნომერი 24

ნომერი 25

ნომერი 26

ნომერი 27

ნომერი 28

ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.

სარედაქციო კოლეგია

საგამომცემლო საბჭო


2002 ნომერი 6

ლიჩენიში - ძეობა ჰადიშის (ზემო სვანეთი) თემში

შეტანის თარიღი: 2002-11-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

სვანური ეთნოგრაფიული მასალის თანახმად, ყოველი სვანური საკულტო ნაგებობა, რომელსაც მოგვიანო პერიოდში ამ მხარეში ქრისტეს რწმენის გავრცელების შემდეგ ამა თუ იმ წმინდანის სახელი შეერქვა, ერთი ან რამოდენიმე გვარისაგან შემდგარი სვანური თემის უზენაესი მფარველი იყო; ამ თემში შემავალი მეთემენი კი, თავის მხრივ, ამა თუ იმ სათემო ღვთაების "კაცებად", სვანურად - "მარალ" იწოდებოდნენ.



2002 ნომერი 6

კოლხი მედეას იდენტიფიცირებისათვის სოხუმის სტელაზე

შეტანის თარიღი: 2003-10-09

ავტორ(ებ)ი: გელა გამყრელიძე

ქალაქ სოხუმთან (შავი ზღვის სანაპიროზე) მდებარე ყურის ფსკერზე, მდ. ბესლეთის შესართავთან აღმოჩნდა მარმარილოს ბარელიეფიანი სტელა, რომელიც საფლავის ქვაა. მისი ზომებია 157x92x12 სმ. სტელა ძვ.წ. V ს. მეორე ნახევრით თარიღდება. ამჟამად სტელა ქ. სოხუმის მუზეუმში ინახება.



2002 ნომერი 6

საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრების სტატუსი (ახ. წ. V-VI სს.)

შეტანის თარიღი: 2003-10-09

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

საქართველოს შავიზღვისპირეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ახ. წ. VI ს. 90-იან წლებში ჩაერთო. ზოგიერთი მკვლევარი ამ დროიდან ვარაუდობს საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრებში - ფასისში, აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას...