ნავიგაცია

კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი არის არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება.
ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის მეცნიერული შესწავლა და კვლევის შედეგების დანერგვა-პოპულარიზაცია.

ინსტიტუტის კვლევის სფეროებია: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, რელიგიათმცოდნეობა, სოციოლოგია, ლინგვისტიკა და ა.შ.
ინსტიტუტი თავისი მიზნების განხორციელებისათვის:

  • ამყარებს საერთაშორისო კავშირებს;
  • ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს კონფერენციებში, ყრილობებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში, კონკურსებში, გამოფენებში, აგრეთვე სხვადასხვა საინფორმაციო და სამეცნიერო ღონისძიებებში;
  • აქვეყნებს სამეცნიერო შრომებს, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებს, კრებულებს, მონოგრაფიებს, ბროშურებს, სტატიებს;
  • ქმნის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს, აწყობს და მონაწილეობს სამეცნიერო ექსპედიციებში
  • სიახლე! ამუშავდა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ქსელური გვერდის მობილური ვერსია. გთხოვთ ეწვიოთ: www.caucasology.com/m/index.html