კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ჩიხორის ქალკოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი

ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე

ჩიხორის ქალკოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სახელოსნო რიონ-ყვირილას აუზის რეგიონის პირველი "ღია" ნამოსახლარი ძეგლია, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა შესწავლილი, თუმცა ნაშრომში ჩვენ მხოლოდ ნამოსახლარზე მოპოვებულ მასალას მიმოვიხილავთ, ხოლო ნამოსახლარის და სახელოსნოს კომპლექსურად შესწავლა ჩვენ მომავლის პერსპექტივად გვესახება. მანამდე ცნობილი გვიან-ქალკოლითური ღია ნამოსახლარების მასალები ზედაპირული შეგროვების გზით იყო მოპოვებული.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელები (რაჭა, ბალყარეთი, დვალეთი)

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში მთის რაჭა გარე სამყაროდან კულტურულად არ იყო მოწყვეტილი და მჭიდრო კონტაქტები უნდა ჰქონოდა ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ეს კავშირურთიერთობები კოლხეთის ამ მხარესა და განსაკუთრებით მეზობელ დიგორიის (მდ. ურუხის სათავეები), ბალყარეთსა (მდ. ჩერეკის ზემო წელი) და ისტორიულ დვალეთში (მდ. არდონის სათავეები) მცხოვრებ მოსახლეობას შორის ძირითადად ხორციელდებოდა ცენტრალური კავკასიონის ქედის უღელტეხილებზე გამავალი საკომუნიკაციო გზების მეშვეობით, სადაც ასეთი გადასასვლელი რამდენიმე იყო.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

1919-2019 წლებში მოწყობილი არქეოლოგიური ექსპოზიციები

ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პერიოდულად აწყობდა თემატურ, სხვადასხვა მოვლენებთან ან საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებულ გამოფენებს. მეცნიერების განვითარების, ცოდნის, მასალის დაგროვების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი ხდებოდა არსებული ექსპოზიციების რეკონსტრუქცია. ყოველი ახალი ეტაპი მოითხოვდა თანამედროვეობასთან შესაბამის მიდგომას როგორც შინაარსის, ისე მხატვრული გადაწყვეტის მხრივ. ყველა ექსპოზიცია რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან მათი მიზნის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს არსებული იდეოლოგიური ფონი ასარულებდა. ამიტომ ექსპოზიციების საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ პერიოდში რა საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობდა.



Powered by bootstrapmade.com