კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2001. ნომერი 4

ცხოველსახოვანი შესაბნევები არაგვის ხეობიდან (ირემი)

ავტორ(ებ)ი: ქეთევან რამიშვილი

მცირე ქანდაკებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სახვით ხელოვნებაში. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად, განსაკუთრებით XX საუკუნეში, დაგროვდა დიდძალი ნივთიერი მასალა, რაც საშუალებას იძლევა მატერიალური კულტურის სხვა სახეობებთან ერთად სათანადოდ იქნეს შესწავლილი მცირე პლასტიკის მრავალფეროვანი ჯგუფებიც. ამჟამად გამოქვეყნებულია არაერთი თვალსაჩინო ნაშრომი, რომლებიც მიძღვნილია ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებების კვლევისადმი.



ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 29

კიდევ ერთხელ ყაზი-ყუმუხის დიდი მეჩეთის დათარიღების თაობაზე

ავტორ(ებ)ი: ი.ა. კაიაევი, ა.ი. კაიაევი

სტატიაში განხილულია შუა საუკუნეების დაღესტნის საკულტო არქიტექტურის მონუმენტური ძეგლის - ყაზი-ყუმუხის ჯუმა მეჩეთის მშენებლობისა და ფუნქციონიერიბის ეტაპები. ავტორების აზრით, ახლადგამოვნლენილი წერილობითი წყაროები იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული საკულტო ძეგლი დათარიღდეს VIII საუკუნით.



ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

დიმიტრი თუმანიშვილი, როგორც მოღვაწე

ავტორ(ებ)ი: სამსონ ლეჟავა

დიმიტრი თუმანიშვილი, როგორც მკვლევარი და მოაზროვნე, დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა იყო ჩვენი კულტურისათვის. იგი ყოველმხრივ არაორდინარული ბრძანდებოდა - უკიდეგანო განათლებითაც, წარმოუდგენელი დაუზარებლობითა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობითაც.



Powered by bootstrapmade.com