კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

დაღესტანი XVI-XVIII საუკუნეების კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობებში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ ფილიპჩუკი

სტატია დაღესტნის პოლიტიკურ ისტორიას ეძღვნება კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში XVI-XVIII საუკუნეებში. კავკასიური ტიუმენი დიდი ურდოს ფრაგმენტი იყო. აქ თავშესაფარი ჰპოვა ცნობილი ხანის - ახმეტ მურთაზის ვაჟმა, რომელიც ქუთლუღ-თემურის შთამომავალიც გახლდათ. XVI საუკუნის მეორე ნახევარში აყვავებას განიცდიდა შამხლობა: იგი წარმატებით ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ექსპანსიას სამხრეთით და აქტიურად ერეოდა სეფიანთა საქმეებში. ყუმუხური სამთავროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თურქულ-თათრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობა.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

გზა თურქეთიდან შვედეთამდე - ორგზის მუჰაჯირი საბა ართვინელი

ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე

მინდა გიამბოთ ერთი იდეალისტი თურქეთელი ქართველის შესახებ, რომელმაც თავისი ცხოვრებით შექმნა ისტორია. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, ვინ არის შალვა თევზაძე - შანვერ აქინი. მის ბიოგრაფიაში თურქეთი, შვედეთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი საქართველო ერთმანეთს კვეთს. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრება, რომელიც აერთიანებს საინტერესო მოვლენებს. ის არ იყო მხოლოდ მაყურებელი ამ მოვლენების, არამედ მონაწილე. შალვა თევზაძე ცნობილი თურქეთელი ქართველია. იგი 1945 წლის 16 მარტს თურქეთში დაიბადა. 1965 წლიდან ცხოვრობს შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ქართული პრობლემები ქართველ ემიგრანტთა ნააზრევში

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილ ემიგრანტთა მიერ გამოცემულ სტატიებსა და წიგნებში ქართული სახელმწიფოებრიობასა და მის პრობლემებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. იგი ძირითადად ეყრდნობა 1937 წელს პარიზში გამოცემული "ეროვნული გაერთიანების", ცნობილი ემიგრანტი ეროვნული მოღვაწეების: ვ. ნოზაძის, ი. მანწკავას, ა. ასათიანის, ნ. ჟორდანიას, გ. გვაზავას, შ. ოდიშარიას გამოცემულ წიგნებსა და პუბლიკაციებს, აგრეთვე პარიზში, ვაშინგტონსა და თბილისში დაბეჭდილ სხვა ისტორიულ მასალას. აღნიშნული მასალის ანალიზის საფუძველზე მიღებულია ზოგიერთი ცნობილი ისტორიული მოვლენის ხედვის ახლებური გააზრება, თვით თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოს ახალი მისიის ჩათვლით.



Powered by bootstrapmade.com