კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

ეროვნული ხელისუფლების "ომი" ქართულ კინემატოგრაფთან

ავტორ(ებ)ი: შავლეგო

1991 წლის პუტჩისწინა პერიოდში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ კრიმინალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხრიკი იყო ეგრეთწოდებული "ომი" ქართულ კინემატოგრაფში. ეროვნულ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ვითომ ქართული კინოხელოვნების დაკნინებას. ეს უშუალოდ დაუკვშირეს საქართველოს სახელმწიფო კინემატოგრაფის კომიტეტის თავმჯდომარედ "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრის, მეცნიერებათა კანდიდატის ბ. გუგუშვილის დანიშვნას და შემდგომ ამ კომიტეტის სახელმწიფო კინოკოპორაციად გარდაქმნას.



ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 29

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამიკური განვითარების პრობლემა ზღვის დონის ამაღლების პირობებში

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

ზღვის სანაპირო ზონა (coastal zone – nearshore zone) არის ტალღების მოქმედების არეალი სანაპირო ხაზის გასწვრივ. იგი მოიცავს სანაპირო ხაზთან უშუალოდ მიმდებარე ზღვის აკვატორიას და მის გასწვრივ ტალღების მოქმედებით წარმოქმნილ ხმელეთის ვიწრო ზოლს. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში სანაპირო ზონა საშუალოდ 18-20 მ სიღრმიდან იწყება. ამ სიღრმიდან ხდება ყველაზე ძლიერი ტალღების შეხება ზღვის ფსკერზე, რომლებიც იწვევენ ფსკერის ეროზიას და მის ზედაპირზე დაგროვილი ნაშალი მასალის გადაადგილებას სანაპირო ხაზის მიმართულებით.



Powered by bootstrapmade.com