ბზობა
(გადმომისამართდა ბაიობა-დან)
ბზობა
იგივეა, რაც ბაიობა. იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლასთან დაკავშირებული ქრისტიანული დღესასწაული. ამ დროს მლოცველებს ბზის შტოები უკავიათ. ბზობა - იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლა მოძრავი დღესასწაულია. ამ დროს ხალხი იესოს პალმის ტოტებს უფენდა. საქართველოში ბზის (ან ბაიის) ტოტები გამოიყენებოდა. ამჟამად ბზაა მიღებული. ბზის ტოტებიცა და ბაიის ყვავილებიც ეკლესიაში იკურთხება და საკრალური დატვირთვა აქვს. ხალხური რწმენით, თუ ბზა მარცვლიანი იყო, ოჯახს უხვი მოსავალი ექნებოდა, თუ ბაია აყვავებული იყო, ოჯახი გახარებული და სავსე იქნებოდა. ბზობის დროს თესდნენ სიმინდს, ლობიოს, კიტრს, ბზასავით დაისხამსო. სადაც ბზა და ბაია არ ხარობს, რიტუალში ჩართულია ის ხე, რომელიც ამ დროს ყვავის.