გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ეჩო

(გადმომისამართდა ეჩუა-დან)
ეჩოს სახეობები
ხელეჩო

ეჩო


ხუროს, დურგლის იარაღი. ყოფაში გავრცელებულია სინონიმები: ეჩო (ქართლ. კახ.), ხელეჩო||ღორეჩო (იმერ.), ღორაჩო (ქიზ.), ეჩუა (გურ.), ქესარი (აჭარ.), ეჩვაი||ხელეჩვაი (ფშ.), ქოთქოთო და ა.შ. შედგება ლითონის პირისა და ხელტარისაგან, არის პატარა ეჩო - ხელეჩო და დიდი - თოხეჩო, ფეხეჩო, მძიმე ეჩოები. ეჩო თავისკენ მიითლის ნაფოტს და მთლელისკენ ისვრის. რაც თავისებურად არის ასახული ხალხურ სიტყვიერებაში: „...განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს“.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ეჩო&oldid=11903“-დან