გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კოზმიდი

(გადმომისამართდა კაპიტელი-დან)
დორიული კაპიტელი

კოზმიდი


სინონიმები: კაპიტელი, ბუღაური

(ლათ. capitellum "თავი"), სვეტისთავი. ვერტიკალური საყრდენის (ბოძის ან სვეტის) დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელიც პლასტიკურად არის გამოყოფილი. სვეტისთავი საყრდენს გადასცემს არქიტრავისა და მის ზემოთ მდებარე ნაწილების დატვირთვას. სვეტისთავი ცნობილია უძველესი დროიდან. მას ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთის ნაგებობებში იყენებდნენ. ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა სვეტისთავის სამი ძირითადი ტიპი: დორიული, იონიური და კორინთული, ორი უკანასკნელის შეხამებას წარმოადგენს კომპოზიტური კაპიტელი. სვეტისთავის თავისებური ტიპები ცნობილია ჩინურ, იაპონურ, მექსიკურ, ბიზანტიურ, რომანულ, ძველ რუსულ, ქართულ, სომხურ, შუა აზიის სახელმწიფოთა და სხვა არქიტექტურაში.