კოკოშა
(გადმომისამართდა კოკოში-დან)
კოკოშა
- სახვნელის ნაწილი, მოხრილი ხე, რომელიც მასრის თავშია გაყრილი და ხელს უწყობს ხნულის გაღრმავებას. იგი სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: კოკოსა (თორი, ს. პატარა ტუსრები), კაკუჭა (რაჭა), საცორავი (სამცხე, ქვაბლიანის ხეობა; შიდა ქართლი, ქსნის ხეობა);
- ვერცხლის გრძელტანიანი სასმისი (ხევსურეთი);
- ღვინის ან წყლის ამოსაღები მცირე ხაპი ( იმერეთი).
- ორყურიანი თიხის ჭურჭელი, ან გულამოღებული გოგრა, რომელშიც აკვნიდან გამონადენი ბავშვის ურინა ჩაედინება. სინონიმი: კოკოში.