კოჭაობა
(გადმომისამართდა კოჭობანა-დან)
კოჭაობა
სინონიმი: კოჭობანა
ხალხური აზარტული თამაშის სახეობა. თამაშობდნენ ბიჭები ცხოველის ფეხის კოჭებით ან ხისაგან გამოთლილი და თეთრი წინწკლებით შეღებილი სათამაშო კოჭებით. ავითარებდა მიზანში სროლის უნარს.
დამდგარი კოჭზე იტყოდნენ: ალჩუს, დაწოლილზე კი - თაფს, ან თოხანს. იგებდა ალჩუ. თამაშობდნე ხუთი კოჭით. მოთამაშენი მუჭით შეათამაშებდნენ კოჭებს და გააგორებდნენ მიწაზე. ვისაც მეტი ალჩუ დაუჯდებოდა, მოგებულიც ის იყო.