გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლეჩაქი

(გადმომისამართდა მაკნანი-დან)
ქართული ლეჩაქები. დ. ერმაკოვის ფოტოდან

ლეჩაქი


ქართველი ქალის თავსაბურვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი (ჩიხტაკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებდნენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისგან. ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან განთქმული იყო "თელავური" და "კახური" არშიები.

XIX საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი — სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი) და დასმული (ბასმით — თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვიარე ქალები (ესენი უარშიოდ) ატარებდნენ; ნაკერსა და დაბასმულს კი — უპირატესად ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკასიის და შუა აზიის ხალხებშიც იყო გავრცელებული. მის ნაცვლად ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება კუბასტი, მაკნანი, მაკინაკი, ჩიქილა.

ლეჩაქი ქართულ წერილობით ძეგლებში XVII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII საუკუნის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ლეჩაქი&oldid=8858“-დან