ლები
(გადმომისამართდა მიწაწელა-დან)
ლები
- ფერადი ქსოვილისა და ძაფის შესაღები ბუნებრივი საღებავი (ხევსურეთი);
- შუა დარბაზის (ციხე-სახლის მეორე სართული) იატაკის კუთხეში გამოჭრილი ვიწრო ხვრელი, საიდანაც ხის კიბით ადიოდნენ პირველიდან მეორე სართულზე (სვანეთი);
- საწოლზე, ტახტზე დასაფენი მატყლით, ბამბით, თივით გატენილი საფენი (გურია, იმერეთი). იგივეა რაც ლეიბი;
- ჭაობიანი ნიადაგების ფენა, მოლურჯო ფერისა. სინონიმი: მიწაწელა (გურია);
- დალურჯებული ადგილი ტანზე.