ჭალა
"წყლის პირი ნაყოფიერი" (სულხან-საბა). ტყით მოსილი მდინარისპირა ადგილი ან მდინარისპირა მინდვრები. იგი სხვადასხვა სახელით გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ჭალის მიწები, ჭალუ, მესერი, მელეხი (სამეგრელო), ნოღა მიწა (რაჭა), ჭალაი (სვანეთი).