აგაფა
(გადმომისამართდა ოგაფა-დან)
აგაფა
სინონიმი: ოგაფა
მიწის დასამუშავებელი კავი, რომელიც შედგება: მხარის - აგაფა-დედოს, ქუსლის, ერქვანისა და სახნისისაგან. გამოიყენებოდა მხოლოდ სამეგრელოს ბარში სელის დასათესი ნიადაგის დასამუშავებლად.
წყარო:
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი. მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009