გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბაქლავა

(გადმომისამართდა ფახლავა-დან)
ბაქლავა

ბაქლავა


სინონიმები: ბექლავა, ფახლავა

აჭარული ბაქლავა

მასალა:
ცომისთვის:

  • 4 კვერცხის ცილა;
  • 2 კვერცხის გული;
  • 1 ს/კ შაქარი;
  • 1 ს/კ ზეთი;
  • 2 ს/კ გამდნარი კარაქი;
  • 2 ს/კ არაყი;
  • ცოტა მარილი;
  • 1, 1/2 ლ რძე ან თბილი წყალი;
  • 1,1/2 კგ ფქვილი;
  • 1 კგ გამდნარი კარაქი ცომზე მოსასმელად.

გულსართისთვის:
1,5 ჭ დაფქვილი ნიგოზი და 1 ჭ. შაქარი
სიროპისთვის: 2 ჭ შაქარი, 1ჭ წყალი.

კვერცხის ცილები, გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ, ზეთი, კარაქი და მარილი. მერე დავუმატოთ არაყი, რძე. ჩავაყაროთ ფქვილი ნელ-ნელა და მოვზილოთ საკმაოდ რბილი ცომი. ვზილოთ დიდხანს. იმისთვის რომ ცომი ადვილად გაბრტყელდეს, ოთახში ძალიან უნდა დაათბოთ და დაგმანოთ ყველა კარი და ფანჯარა. მე პირადად, გაზის ღუმელს ვანთებ და კარგაღებულს ვტოვებ სითბო კარგად რომ გამოვიდეს. ანუ, ცომს ორპირი ქარი და სიცივე არ უნდა მოხვდეს. გამზადებული ცომი გავყოთ 40 ნაწილად. გასაბრტყელებლად გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი. ბაქლავის ადვილად მომზადების მეორე საიდუმლო აქ გვჭირდება (ოღონდ, ეს გამოცდილ მცხობელებს არ ეხება!). აუცილებლად დაიხმარეთ ვინმე. ცომის ერთ გუნდას რამდენზეც შეძლებთ რომ გააბრტყელებთ, მერე ორი მხრიდან ორმა ადამიანმა მოკიდეთ ხელები, აიღეთ და დაიწყეთ მისი გაწელვა და დათხელება (ბრტყელებაზე ბევრად მარტივი და სწრაფი პროცესია). თითო გუნდიდან ძალიან ბევრი ცომის „ნარჩენი“ დაგრჩებათ და ნუ შეგეშინდებათ. გამოცდილი მცხობელები 1 პორცია ცომიდან 2-3 ბაქლავას აწყობენ.

ცხიმწასმულ თუნუქის ფორმაზე დააფინეთ პირველი ფენა (ფენები რიგ-რიგობით გააბრტყელეთ, ანუ ყველას გავაბრტყელებ და მერე ავაწყობ, არ გამოვა), წაუსვით კარაქი, გააბრტყელეთ მეორე ფენა (ცომი გაწელვისას თუ გაგეხათ, არაუშავს, ამით არაფერი შავდება), დააფინეთ პირველ ფენაზე და წაუსვით კარაქი და ასე ბოლომდე… მოკლედ, ნიგოზისა და შაქრის ნარევს აყრით ყოველ მეხუთე ფენას. ბოლო 5 ფენა უნიგვზოა. რომ მორჩებით, კიდეებზე ზედმეტი ცომი შემოჭერით, თავზე გადაუსვით ცხიმი დაჭერით პორციებად და შედგით წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში სანამ არ დაოქროსფერდება ზემოდან.