გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლაზური ნავი

(გადმომისამართდა ქოთარა-დან)
ლაზური ნავი (ფელუკა)

ლაზური ნავი


სინონიმები: ფელუკა, ქოთარა, ჰალოკუე

აღჭურვილი იყო ნიჩბებითაც და აფრებითაც. ყველაზე გავრცელებული საზღვაო ტრანსპორტი იყო საქართველოში. ხომალდის დიდი დატვირთვის მიზნით გვერდებს ზრდიდნენ საგანგებო ხის ჩარჩოებით, რაც, ტაციტუსის ცნობით, კოლხი მენავეების უძველესი ხერხი ყოფილა ოდითგანვე. ფელუკას წინა და უკანა ნაწილი მკვეთრად ამოზიდულია წყლიდან, ხოლო გვერდები დაბალია. ფელუკები ზღვაზე 14-15 მილის სისწრაფით დაცურავდნენ და სიგრძით საშუალოდ 80 ფუტამდე აღწევდნენ. ამგვარი ხომალდით ლაზები უშიშრად გადიოდნენ ზღვაში სათევზაოდ თუ სავაჭროდ და შავიზღვისპირეთში ერთ-ერთ საუკეთესო მეზღვაურებად ითვლებოდნენ. ლაზეთში დიდ ფელუკას "ქოთარა" ჰქვია, რომელსაც 500-600 ფუთი ტვირთის ზიდვა შეეძლო.


ლიტერატურა:

  • ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987