გონჯა
(გადმომისამართდა ძივოუ-დან)
გონჯა
- თოჯინა, დარ-ავდრის გამოწვევისადმი მიძღვნილი. კარდაკარ დაჰქონდათ ლაზარობის დროს. სინონიმები: გონჯო, საწვიმარა გუჯა, კოტიკოტია, ბოჭყუდია, ძიძიკვაკვა, ძივოუ.
- ერთგვარი ყვავილის სახელწოდება კახეთში, რომელიც მეტად შეუხედავია. ამ ყვავილით რთავდნენ თოჯინას. აქედან წარმოდგება ამ თოჯინა-კუკის სახელიც - გონჯა.