აგვართა
აგვართა
- პატარა, ნაუცბადევად აგებული ქოხი ტყეში ან მთაში ხის მჭრელთა, მწყემსთა ან მონადირეთათვის.
- საქონლის სადგომი. გვხვდება ყორისგან ნაგები, მოწნული და ლატნებისაგან შედგენილი. დაკავშირებულია მესაქონლეობის სპეციფიკურ ხასიათთან და ადგილმონაცვლეობს წლის დროების მიხედვით (მთა - ზაფხული, ზეგანი - შემოდგომა, ბარი - ზამთარი). სინონიმები: აგუარა, აგვარა
წყარო:
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი. მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009