ბაგა
ბაგა
- საკვების ჩასაყრელი დაბმული საქონლისათვის (წნული ან ფიცრული). მისი სინონიმებია: მთიულეთში - სანაყრე, იმერეთში - საპირე, გურიაში - პირის ბაგა. სვანეთში სახლის პირველ სართულში - მაჩვიბში||მაჩუბში, შესასვლელ კუთხესთან, ფიცრებით გამოყოფილი ოთახი, რომლიდანაც ერთი კარი საქონლის სადგომში გადის, მეორე - ადამიანთა სამყოფში. ბალსქვემო სვანეთში ბაგს უწოდებენ ხარების სამყოფს სვანური სახლის მაჩუბში;
- ახალი ვენახი (სულხან-საბა);
- წისქვილის ზედა ქვის გარშემო ხის ან რკინის რკალი. იცავს ფქვილს გადმობნევისაგან (კახეთი).
ლიტერატურა