გორდა
გორდა
მოკლე, უვადო და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე დაკბილული პატარა ნახევარრკალი. გორდა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში; საბას სიტყვით - "ამას ქართველნი ჰყვარობდნენ" აღმ. საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ასევე XVI-XVII სს-ის ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.
ლიტერატურა:
- მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
- ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 224, თბ., 1978;
- Э. Г. Аствацатурян, Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004;
- Е. Е. Ленц, О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911;
- ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, თბილისი, 1987.