დიაკვანი
დიაკვანი
სინონიმი: დიაკონი
ბერძნული διάκονος - "მსახური". მღვდლის თანაშემწე ეკლესიის მსახური. ქრისტიანული საეკლესიო იერარქიის სამი ხარისხიდან ერთ-ერთი, მასზე მაღლა დგას მღვდლის (პრესვიტერის) და ეპისკოპოსის ხარისხები.
დიაკვნის მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურღიისა და სხვა საიდუმლოთა აღსრულებაში. მას აქვს უფლება საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის, ანუ კმევის უფლება.