გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თოხიანი ხელსაფქვავი

თოხიანი ხელსაფქვავი


საქართველოში არსებულ ხელსაფქვავთა ერთ-ერთი სახეობა. გარეგნულად ისეთივეა, როგორც მარგალიანი ხელსაფქვავი. განსხვავებას მათ შორის ქმნის ე.წ. თოხის ანუ არქის არსებობა. იგი მიმაგრებულია ზედაქვასთან შემხებ მხარეს ქვედა ქვაზე, ღერძზე. მას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ: თოხი, არქი, ალქი, სარეკელა (ხევი), ყელა-გულა (ზემო იმერეთი).