გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მეკვლე

(გადმომისამართდა კლოვიარე-დან)

მეკვლე


საქართველოში ერთი უძველესი ტრადიცია არსებობს, რომელსაც დღესაც გულმოდგინედ იცავენ. ახალი წლის ღამეს ან განთიადისას ოჯახს მეკვლე უნდა ესტუმროს. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც მომდევნო წელიწადს მასპინძლებს ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. როგორც წესი, მეკვლეობას მამაკაცს ანდობდნენ, თუმცა დღეს მეკვლის სქესსა და ასაკს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მთავარია მან მასპინძელ ოჯახს სიხარული დააბედოს. მეკვლის სტუმრობა მთელი რიტუალია, რომელსაც ძველად ზედმიწევნით ზუსტად იცავდნენ. შუაღამის დადგომის შემდეგ სახლიდან არავინ გადიოდა, სანამ მეკვლე არ ესტუმრებოდათ. ეს უკანასკნელი ტკბილეულითა და ხილით ხელდამშვენებული მოდიოდა. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება. საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა. სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე ფანტავდა..


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=მეკვლე&oldid=7904“-დან