გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სამკვდილი

(გადმომისამართდა სამკვდილე-დან)

სამკვდილი


სინონიმი: სამკვდილე

ტყავის, მეშის წინსაფარი, რომელსაც მკის დროს იკეთებენ. ამზადებენ ხბოს, თხის ან ცხვრის ტყავისაგან შედგება ზედაკაბის, სახელოებისა და წინსაფარი კალთისაგან. წინკალთა მთლიანად ტყავისაა. კალთას მოკერებული აქვს წელზე შესაკრავი ბაწრები.

ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე. მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს თრიმლის საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელის მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია რომ ხელის მოხრა არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ "შეუჭამოს".