ყაღი
ყაღი
დამარილებული და მზეზე გამომშრალი გამხმარი ხორცი. საყაღე ხორცი იჭრება გრძლად, ისე რომ მზის მისაფიცხებლად მისი ხარიხაზე გადაკიდება შეიძლებოდეს. ასეთნაირად შემზადებული ხორცი დიდხანს ინახება და ჭამენ როგორც უმად, ასევე იყენებენ სხვადასხვა წვნიანი საჭმელების დასამზადებლად. განსაკუთრებით მოსახმარია მწყემსური მომთაბარეობის დროს (თუშეთი).