კაპოეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | + | [[ფაილი:Capoeta.jpg|right|thumb|400px|link=|<center><small>კაპოეტი, ხრამული</small></center>]] | |
<big>'''კაპოეტი'''</big> | <big>'''კაპოეტი'''</big> | ||
---- | ---- |
20:04, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია
კაპოეტი
- ფრინველი წელიწად-გამოვლილი (სულხან-საბა);
- თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა (ლათ. varicorhinus). სინონიმები: კაპუეტი, ხრამული, ცოცხალი, ლურჯა. მათი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა — 2,5 კგ აღწევს. აქვთ წაგრძელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული, ქვედა განივი პირი, მჭრელი რქოვანი შალითით დაფარული ქვედა ტუჩი, 1 ან 2 წყვილი ულვაში. იკვებებიან წყალმცენარეებით. მოიცავს 25 სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის მტკნარ წყლებში. საქართველოში ბინადრობს 3 სახეობა და 1 ქვესახეობა. აღმოსავლეთ საქართველოში საკუთრივ ხრამული (მტკვრის, ჩვეულებრივი) — varicorhinus capoeta და მისი ქვესახეობა — სევანის ხრამული — varicorhinus capoeta sevangi, დასავლეთ საქართველოში — კოლხეთის ხრამული — varicorhinus sieboldia და მცირეაზიის ხრამული — varicorhinus tinca. მტკვრის ხრამულს ხალხი უწოდებს ცოცხალს, ლურჯას, კაპოეტს და ა.შ. გამრავლების პერიოდში ხრამულის ქვირითი შხამიანია. გემრიელი ხორცი აქვს, თუმცა მეტად ძვლიანია.