ბუზა: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Buza.jpg|right|thumb| | + | [[ფაილი:Buza.jpg|right|thumb|400px|link=]] |
<big>'''ბუზა'''</big> | <big>'''ბუზა'''</big> | ||
---- | ---- |
21:06, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია
ბუზა
ქართლური ვაზის ჯიში
სინონიმები: ბუზის ყურძენი, ბუზის საჭმელი, ჩიტის ყურძენი, ჭანჭუდოლი (სომხურად), Vogeltraube ("ჩიტის ყურძენი" გერმანულად).
მარცვალი მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. შეფერილია ლალისფრად. გარშემო დაფარულია ინტენსიური ცვილისებრი მასით. რბილობი წვნიანი, ადვილად სცილდება როგორც კანს, ისე წიპწას. გემო სასიამოვნო, მჟავიანობა შედარებით დაბალი, ჯიშური არომატი არ ახასიათებს. წვენი ოდნავ შეფერილია. კანი თხელია, ნაზი, სრულ სიმწიფეში ადვილად სკდება, წვენი იღვრება და ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა, ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. სუფთა ნარგაობა საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდებოდა, ხოლო ერთეული ძირების სახით არსებობდა ქართლის ვენახში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.