კაიმაღი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
<big>'''კაიმაღი'''</big> | <big>'''კაიმაღი'''</big> | ||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
---- | ---- | ||
კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში. | კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში. |
06:35, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია
კაიმაღი
კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში. ფაქტიურად იგი ახალნაწველი რძის, თავმოხდილი ნაღებია; მაღალკალორიული და მალფუჭებადი პროდუქტი. დღეს კაიმაღს სეპარატორის საშუალებით ამზადებენ; მისი ტრადიციული დამზადების ტექნოლოგია კი ამგვარია - რძეს დაბალ ცეცხლზე მოადუღებენ, შემდეგ კი, ორი საათის განმავლობაში სითბოში დააყოვნებენ (თან ურევენ შიგადაშიგ) და გააციებენ. ინახება დაბალ ტემპერატურაზე. კაიმაღს აქვს რძის ცხიმის მაღალი პროცენტი, ჩვეულებრივ იგი, დაახლოებით 60%-მდეა. მას აქვს სქელი, ნაღების თანმიმდევრულობა (არა მთლიანად კომპაქტური რძის ცილის ბოჭკოების გამო) და საკმაოდ მდიდარი და გამორჩეული გემო. განსაკუთრებით გემრიელია ჭადთან და სანთლის არაყთან (ე.წ. ,,ბუზის ონტკა“) ერთად. სიტყვა - ,,კაიმაღი“ თურქმანული-ალათაური ენობრივი წარმომავლობისაა. შესაძლოა მომდინარეობდეს ზმნა - ,,კაიმაკიდან“, რაც თურქმანულ ენაზე მეტალის დნობასა და ჩამოსხმას ნიშნავს. აღნიშნული სიტყვა სხვა ენებშიც გვხვდება: მონღოლური - ,,კაილგმაკი“, თურქული ენების მცირე ცვალებადობებით - ,,ქაიმაკი“ აზერბაიჯანში, ,,ყაიმაკი“ - უზბეკურში, ,,გაიმაყ“ - თურქმენულში, ,,კაიმაღი“ - ქართულში. ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - ,,კაიმაღში ჩავარდა“-ო, ანუ კარგად გათხოვდაო.
ავტ.: პაატა ბუხრაშვილი