გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აბანო: განსხვავება გადახედვებს შორის

ხაზი 6: ხაზი 6:
 
ადამიანთა ტანთ საბანელი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკური ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში შემოედინება თბილი და ცივი წყლის ნაკადები. სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულსა და აღმოსავლურს (სპარსული, თურქული). საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია: არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გრემში, გორში და სხვაგან. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გემოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური აბანოები, რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და რუსეთის მმართველობის დამკვიდრების თანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლები. მიუხედავად მრავალგზის დანგრევისა XIX ს. დასასარულს თბილისის ერთ უბანში აქტიურად მოქმედებდა მეფე ერეკლეს, ჩარხის, მეითარის, სიონის, ბებუთას, მელიქაანთ, ციხის, ეინალისა და გრილის აბანოები. ჰიგიენური საჭიროების გარდა გოგირდოვან წყალს გააჩნია სამკურნალო თვისება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. თბილისელი მოქალაქისათვის აბანო იქცა თავისებურ გასართობ ადგილადაც, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, ერთობოდნენ და ნადიმობდნენ კიდევაც, აქვე ხდებოდა სასძლოების გასინჯვა, ტუალეტისა და ტანისამოსის ჩვენება, ტანსაცმლის დარეცხვა და სხვ. თბილისური აბანოს განუყრელ პერსონაჟს წარმოადგენდა მექისე, რომელიც კლიენტს სხეულის განბანვის გარდა უტარებდა მასაჟს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა აქაური ტანთბანვის პროცესს.
 
----
 
----
'''''წყაროები'''''
+
'''წყაროები'''
 
* <small>გ. გოცირიძე, აბანოები ძველ თბილისში. მსე ტ. XXVI, 2004, ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.</small>  
 
* <small>ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011 წ.</small>
+
* <small><span class="plainlinks">[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=14 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011]</span></small>
 
----
 
----
 
[[კატეგორია:ა]]
 
[[კატეგორია:ა]]
 
[[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]]
 
[[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]]

მიმდინარე ცვლილება 09:07, 1 მარტი 2021 მდგომარეობით

ძალისას ანტიკური ხანის აბანო
ნოქალაქევის აბანო
გოგირდის აბანო თბილისში

აბანო

ადამიანთა ტანთ საბანელი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკური ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში შემოედინება თბილი და ცივი წყლის ნაკადები. სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულსა და აღმოსავლურს (სპარსული, თურქული). საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია: არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გრემში, გორში და სხვაგან. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გემოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური აბანოები, რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და რუსეთის მმართველობის დამკვიდრების თანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლები. მიუხედავად მრავალგზის დანგრევისა XIX ს. დასასარულს თბილისის ერთ უბანში აქტიურად მოქმედებდა მეფე ერეკლეს, ჩარხის, მეითარის, სიონის, ბებუთას, მელიქაანთ, ციხის, ეინალისა და გრილის აბანოები. ჰიგიენური საჭიროების გარდა გოგირდოვან წყალს გააჩნია სამკურნალო თვისება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. თბილისელი მოქალაქისათვის აბანო იქცა თავისებურ გასართობ ადგილადაც, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, ერთობოდნენ და ნადიმობდნენ კიდევაც, აქვე ხდებოდა სასძლოების გასინჯვა, ტუალეტისა და ტანისამოსის ჩვენება, ტანსაცმლის დარეცხვა და სხვ. თბილისური აბანოს განუყრელ პერსონაჟს წარმოადგენდა მექისე, რომელიც კლიენტს სხეულის განბანვის გარდა უტარებდა მასაჟს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა აქაური ტანთბანვის პროცესს.

წყაროები

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აბანო&oldid=12877“-დან