ნამგალი: განსხვავება გადახედვებს შორის
(3 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები) | |||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
---- | ---- | ||
ხელით სამუშაო პურეული კულტურების სამკალი იარაღი. | ხელით სამუშაო პურეული კულტურების სამკალი იარაღი. | ||
+ | |||
საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული. | საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული. | ||
ნამგალი მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში, ძირითადად ე.წ. ნაკუწი რკინისაგან - ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, "პირს გამოუყვანდა". შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის. წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. "კურდღლის კანჭი" იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ. | ნამგალი მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში, ძირითადად ე.წ. ნაკუწი რკინისაგან - ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, "პირს გამოუყვანდა". შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის. წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. "კურდღლის კანჭი" იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ. | ||
---- | ---- | ||
− | ლიტერატურა | + | '''ლიტერატურა''' |
* <small>გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960</small> | * <small>გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960</small> | ||
− | * <small>ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011</small> | + | * <small><span class="plainlinks">[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=3156 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011]</span></small> |
+ | * <small><span class="plainlinks">[http://caucasology.com/amirani.php?cat=32&page=2 ნ. ცქვიტინიძე, უძველესი სამიწათმოქმედო იარაღები დასავლეთ საქართველოდან, ჟურნალი "ამირანი", მონრეალი-თბილისი, 32, 2019, გვ. 87, ტაბ. V]</span></small> | ||
---- | ---- | ||
[[კატეგორია:ნ]] | [[კატეგორია:ნ]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ხელსაწყო-იარაღები]] |
[[კატეგორია:მემინდვრეობა]] | [[კატეგორია:მემინდვრეობა]] | ||
[[კატეგორია:მებაღეობა-მებახჩეობა]] | [[კატეგორია:მებაღეობა-მებახჩეობა]] |
მიმდინარე ცვლილება 13:39, 2 მარტი 2021 მდგომარეობით
ნამგალი
ხელით სამუშაო პურეული კულტურების სამკალი იარაღი.
საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული.
ნამგალი მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში, ძირითადად ე.წ. ნაკუწი რკინისაგან - ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, "პირს გამოუყვანდა". შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის. წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. "კურდღლის კანჭი" იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ.
ლიტერატურა
- გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011
- ნ. ცქვიტინიძე, უძველესი სამიწათმოქმედო იარაღები დასავლეთ საქართველოდან, ჟურნალი "ამირანი", მონრეალი-თბილისი, 32, 2019, გვ. 87, ტაბ. V