გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ოქრომკედი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ოქრომკედი'''</big> ---- აბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქ...)
 
 
(არ არის ნაჩვენები 3 მომხმარებელთა 2 შუალედ ვერსიებში)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი: oqromkedi.jpg|right|thumb|275px|link=]]
 
<big>'''ოქრომკედი'''</big>
 
<big>'''ოქრომკედი'''</big>
 
----
 
----
ხაზი 9: ხაზი 10:
 
* <small>შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1982</small>
 
* <small>შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1982</small>
 
* <small>ი. უზნაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 610, თბ., 1984</small>
 
* <small>ი. უზნაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 610, თბ., 1984</small>
 +
----
 +
სურ. ოქრომკედით ნაქარგი ყაბალახი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებიდან.
 
----
 
----
 
[[კატეგორია:ო]]
 
[[კატეგორია:ო]]
 
[[კატეგორია:შინამრეწველობა და ხელოსნობა]]
 
[[კატეგორია:შინამრეწველობა და ხელოსნობა]]

მიმდინარე ცვლილება 19:49, 2 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

Oqromkedi.jpg

ოქრომკედი


აბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქროს ან ვერცხლის ძაფი, რომელსაც ძველთაგანვე ძვირფასი ქსოვილებისა და სამოსელის საქარგავად იყენებდნენ. ადრინდელ ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტერმინს – "ოქრონემსულს" (ოქროს ძაფით ნაკერი) გვიანდელი ხანის ძეგლებში "ოქრომკედით ნაკერი" შეესატყვისება. ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები (მდიდარი ორნამენტი, მხატვრული სიმბოლიკა, სიუჟეტური კომპოზიცია, შესრულების მანერა) კარგად იყო შემონახული XIX საუკუნის ეთნოგრაფიულ ყოფაში. ქარგავდნენ უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე.

ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედით ნაქარგობა ძველთაგანვე საექსპორტო საგანი იყო. XIX საუკუნის ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით ირანსა და ოსმალეთში გატანილი ქართული ოქრომკედით ნაქარგობა საუკეთესო ნახელავად ითვლებოდა მთელს აზიაში და ყველაზე ძვირად ფასობდა. მუზეუმის ფონდებში დაცული ოქრომკედით ნაქარგობის უძველესი ნიმუშები უმთავრესად საეკლესიო ნივთების სახითაა შემონახული (სამღვდელოების ტანსაცმლის და თავსაბურავის ელემენტები, ქართული წარწერით შემკული შესაწირავი ქსოვილები და სხვა). ოქრომკედის ნაქარგობის მთავარი მოტივებია უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტი (ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და სხვა), ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი.


ლიტერატურა:

  • მასალები საქართველოს შინამრეწველობის და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 2, ნაწ. 2, თბ., 1982
  • შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1982
  • ი. უზნაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 610, თბ., 1984

სურ. ოქრომკედით ნაქარგი ყაბალახი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებიდან.