გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აგუნა: განსხვავება გადახედვებს შორის

(ერთი შუალედური ცვლილება იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Aguna.jpg|thumb|right|<small>გადაღებულია ოზურგეთის რაიონში, სოფ. გვაბრიათში (ასკანა), არტემ ნაცვალაძის ოჯახში, 1941 წლის 1 იანვარს. ფოტოზე ასახულია აგუნას გადაძახების რიტუალი</small>]]
+
[[ფაილი:Aguna.jpg|thumb|right|<small>გადაღებულია ოზურგეთის რაიონში, სოფ. გვაბრათში (ასკანა), არტემ ნაცვალაძის ოჯახში, 1941 წლის 1 იანვარს. ფოტოზე ასახულია აგუნას გადაძახების რიტუალი</small>]]
 
<big>'''აგუნა'''</big>
 
<big>'''აგუნა'''</big>
 
----
 
----
ხაზი 6: ხაზი 6:
 
მისდამი მიძღვნილი რიტუალები სრულდებოდა ახალ წელსა და შემოდგომაზე (გურია). ოჯახის უფროსი მამაკაცი, ზურგზე "მოკუტურებული" თავისივე ოჯახის წევრი პატარა ვაჟით, საღამოს, მარანთან, საწნახელზე სცემდა საკალანდოდ დაკლული, მოხარშული ღორის თავს და ამ ბრაგუნ-ბრაგუნში გაიძახოდა: "აგუნა, აგუნა, ჩამოი-ჩამეიარე, ასკანა ბახვი გადმეიარე, ჩვენ ვენახში ყურძენიო, სხვის ვენახში ფურცელიო..."
 
'''''წყაროები'''''
+
'''წყაროები'''
* გ. ჩიტაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 76, თბ.
+
* <small>გ. ჩიტაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 76, თბ.</small>
* ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
+
* <small>ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.</small>
 
----
 
----
 
[[კატეგორია:ა]]
 
[[კატეგორია:ა]]

მიმდინარე ცვლილება 11:41, 25 მაისი 2020 მდგომარეობით

გადაღებულია ოზურგეთის რაიონში, სოფ. გვაბრათში (ასკანა), არტემ ნაცვალაძის ოჯახში, 1941 წლის 1 იანვარს. ფოტოზე ასახულია აგუნას გადაძახების რიტუალი

აგუნა

მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება. აგუნას პატივსაცემი რიტუალი საახალწლო და საშემოდგომო დღესასწაულებზე სრულდებოდა. აგუნას სახელზე საახალწლოდ ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები (გურიაში ამგვარ კვერს „აგუნას პურს“ ეძახდნენ), მაღლარ ვაზთან და მარანში ლოცულობდნენ და ღვთაებას ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვდნენ. შემდეგ იწყებოდა გადაძახება: „აგუნა, აგუნა, გადმოიარე... ჩვენს მამულში — ყურძენი, სხვის მამულში — ფურცელი...“ კლარჯეთში რთვლის დროს ვენახში ლხინს მართავდნენ: აკიდოებით შემკული შიშველი ყმაწვილები ფერხულს ცეკვავდნენ. აგუნას რაჭასა და ლეჩხუმში ანგურა ეწოდებოდა, სამეგრელოში — ჯუჯელია, ნართების ადიღეულ ეპოსში „აგუნა“ საღვთო სასმლის ჭურჭელს აღნიშნავდა. აგუნას რიტუალის ზოგიერთი ელემენტი პარალელს პოვებს ფრიგიულ-ბერძნულ-რომაული ღვთაება დიონისეს (ბახუსი) კულტში, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ელინისტურ ხანაში. აგუნას კულტი გადმონაშთის სახით საქართველოს ზოგიერთ კუთხეში XIX საუკუნემდე შემორჩა.

მისდამი მიძღვნილი რიტუალები სრულდებოდა ახალ წელსა და შემოდგომაზე (გურია). ოჯახის უფროსი მამაკაცი, ზურგზე "მოკუტურებული" თავისივე ოჯახის წევრი პატარა ვაჟით, საღამოს, მარანთან, საწნახელზე სცემდა საკალანდოდ დაკლული, მოხარშული ღორის თავს და ამ ბრაგუნ-ბრაგუნში გაიძახოდა: "აგუნა, აგუნა, ჩამოი-ჩამეიარე, ასკანა ბახვი გადმეიარე, ჩვენ ვენახში ყურძენიო, სხვის ვენახში ფურცელიო..."

წყაროები

  • გ. ჩიტაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 76, თბ.
  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აგუნა&oldid=9542“-დან