გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ოროველა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:კახეთი]]
 
[[კატეგორია:კახეთი]]
 
[[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]]
 
[[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]]
[[კატეგორია:აუდიო]]
 

მიმდინარე ცვლილება 16:05, 23 ივლისი 2019 მდგომარეობით

ოროველა


ქართული ხალხური შრომის სიმღერა. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. უკავშირდება მიწისა და მოსავლის წარმართული ღვთაების ოროველის კულტს (მაგ., „ოროველ, ორმო ჩასთხარე ქვიანი, მოგვეც ბარაქა“). მღერიან გუთნით მიწის ხვნის, კალოზე პურის ლეწვისა და განიავების დროს. ამის მიხედვით სიმღერას სხვადასხვა სახელწოდებაც აქვს: გუთნური, კალოური, კევრული (ოროველა მათი ზოგადი სახელია). ამ სიმღერებს მსგავსი მეტრ-რიტმული ინტონაცია და პოეტური ტექსტი აქვთ. ოროველა ერთხმიანია (იშვიათად — ორხმიანი). ასრულებს მამაკაცთა ჯგუფი.



ოროველა. ჰამლეტ გონაშვილი და ანსამბლი "რუსთავი"


წყაროები

  • მამალაძე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962 წ.;
  • ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963 წ.;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975 წ.;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965 წ.;
  • ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 584, თბ., 1984 წ.