ბანი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]] | [[კატეგორია:დასახლება და საცხოვრისი]] | ||
[[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]] | [[კატეგორია:საშემსრულებლო ხელოვნება]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:არქიტექტურული ლექსიკონი]] |
მიმდინარე ცვლილება 11:57, 18 აპრილი 2023 მდგომარეობით
ბანი
- შენობის ბრტყელი სახურავი ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 15-20 სმ). დაფენილია ფიჩხი. დაგებულია ფიქლის ფილები დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა, რომელსაც წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან სინონიმი: ერდო[1];
- ქართულ ხალხურ სიმღერებში მამაკაცის ძლიერი მესამე ხმა. თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით – "ბანი – ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს"[2]. ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
ამჟამად ბანი ეწოდება:
- მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
- აკორდის ქვედა ბგერას;
- მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ლიტერატურა