გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ნინუა: განსხვავება გადახედვებს შორის

(3 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები)
ხაზი 1: ხაზი 1:

__NOTOC__

__NOTOC__

[[ძველი აღმოსავლეთი]]

მახლობელ აღმოსავლეთში ძალაუფლების ყველაზე ადრეული რეპრეზენტაციები მესოპოტამიასთანაა დაკავშირებული.

მახლობელ აღმოსავლეთში ძალაუფლების ყველაზე ადრეული რეპრეზენტაციები მესოპოტამიასთანაა დაკავშირებული.
ხაზი 44: ხაზი 46:

გრძედი

განედი

36.359254° N

36.359254° N

განედი

გრძედი

43.152932° E

43.152932° E

ხაზი 60: ხაზი 62:

ნინევიის რუკა

[[კატეგორია:ნ1]]

ნინევია

{{#display_map:

36.359254, 43.152932 | zoom 3

[[კატეგორია:n]]

[[კატეგორია:ნამოსახლარი]]

[[კატეგორია:ნამოსახლარი]]

[[კატეგორია:ნეოლითი]]

[[კატეგორია:ნეოლითი]]

მიმდინარე ცვლილება 05:03, 25 აპრილი 2020 მდგომარეობით

ძველი აღმოსავლეთი

მახლობელ აღმოსავლეთში ძალაუფლების ყველაზე ადრეული რეპრეზენტაციები მესოპოტამიასთანაა დაკავშირებული.

ნინევია - ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი, მდებარეობდა ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე , დღევანდელი ქ. მოსულის (ერაყი) ადგილას, პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. V ათასწლეულის შუა ხანებში, ქალაქად გადაიქცა ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში, "უდიდესი ბრწყინვალე ქალაქი", ასეა მოხსენიებული ბიბლიის იონას წიგნში, რომლის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონეთის მოსახლეობისაგან, სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.

ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებში ნინევია დაიმორჩილა მითანის სახელმწიფომ.

საუკუნეების მანძილზე სკვითები გარეული ცხენების ჯოგებით დათარეშობდნენ კარპატებიდან დღევანდელ სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთამდე გადაჭიმულ ველ-მინდვრებზე. ძვ. წ. დაახლოებით VIII საუკუნეში ჩინეთის იმპერატორმა სიუანმა დასავლეთისკენ განდევნა ისინი. დასავლეთით მიმავალი სკვითები კიმერიელებს, კავკასიასა და შავი ზღვის ჩრდილოეთით გაბატონებულ ტომს, შეებრძოლნენ და დაამარცხეს,არც ასურეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი დარჩენიათ უყურადღებოდ ,ნადავლის მოხვეჭის მიზნით სკვითებმა ასურეთის დედაქალაქი ნინევია გაძარცვეს. მოგვიანებით კი, ისინი ასურეთის მოკავშირეები გახდნენ, რათა მიდიის, ბაბილონისა და სხვა ერების წინააღმდეგ გაელაშქრათ,მათ ჩრდილოეთ ეგვიპტეზეც მიიტანეს იერიში, ის ფაქტი, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ისრაელში მდებარე ქალაქ ბეთ-შანს მოგვიანებით სკვითოპოლი დაერქვა, სწორედ რომ იმ პერიოდზე მიანიშნებს, როცა სკვითებმა ეს ტერიტორია დაიკავეს.

ძვ. წ. VIII საუკუნეში მეფე სინახერიბის დროს დაიწყო ქალაქის გეგმიანი განაშენიანება. მას შემოავლეს 4 კმ სიგრძის გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა 15 ჭიშკარი. ცენტრალური ქუჩის სიგანე 26 მეტრი იყო,ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა მეფის სასახლე, განახლდა იშთარის, ხოლო ახლად აიგო ღვთაება ნაბუს ტაძარი.

საქვეყნოდ ცნობილია "ასურბანიფალის ბიბლიოთეკა", რომელიც აღმოჩნდა ნინევიის 1849 - 1854 გათხრების დროს (ახლანდელი კუიუნჯიკის გორაკზე). ეს იყო ლურსმულით ნაწერი ათეულათასობით თიხის ფირფიტისაგან შემდგარი არქივი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა დროის აურულ და ბაბილონურ ისტორიას, რელიგიას, მაგიურ და სამეცნიერო ტექსტებს. კერძოდ, აქ იპოვეს პირველად გილგამეშის, ძველი ბაბილ. ეპოსის, ტექსტი და სხვა პირველხარისხოვანი ძეგლები, რომლებიც დედნებისა თუ ასლების სახით შეუკრებიათ ასურბანიფალის განკარგულებით.

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ნინევიის გათხრების შედეგად შეისწავლეს სინახერიბისა და ასურბანიფალის სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა და ლომების ქანდაკებები.

ჩვენამდე მოღწეული ვიზუალური მასალა, რომლის დიდი ნაწილიც დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებს ამშვენებს, საშუალებას იძლევა, გავეცნოთ პროპაგანდისა და ძალაუფლების რეპრეზენტაციის ახალასურული პერიოდის ხერხებსა და მეთოდებს,განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მეფის იმიჯს, რადგან იმპერიის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული წარმატების სულისჩამდგმელად და გარანტად აღიქმებოდა მეფე,მიიჩნეოდა, რომ მას ეს მოვალეობა ღმერთებისგან ჰქონდა დაკისრებული,მისი სიმდიდრისა და ძლიერებისგამოხატულებას ვხვდებით სამეფო წარწერებში, სასახლეთა რელიეფებზე, სტელებსა და ქანდაკებებზე, საბეჭდავებზე.

ძვ. წ. 612 წელს ბაბილონის მეფე ნაბუფალასარისა და მიდიის მეფე კიაქსარის გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია. ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.

ნინევია

რეგიონი ზემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი ებრ./ასურ. Nīnewēh (נִינְוֶה); აქად. 𒌷𒉌𒉡𒀀 URUNI.NU.A Ninua; ბაბილ. Ninuwā
თანამედროვე სახელი Kouyunjik (Kuyuncuk)
განედი 36.359254° N
გრძედი 43.152932° E
პერიოდი ასურეთი
მფარველი ღვთაება იშთარი

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ნინუა&oldid=8731“-დან