გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

არაშენდას სამლოცველო: განსხვავება გადახედვებს შორის

(2 შუალედური ცვლილებები იმავე მომხმარებლის მიერ არ არის ნაჩვენები)
ხაზი 55: ხაზი 55:

[[ფაილი:Arashenda.jpg|thumb|300px|არაშენდას სამლოცველოს კოლექცია. კიაზო ციფხელაურის მიხედვით]]

[[ფაილი:Arashenda.jpg|thumb|300px|არაშენდას სამლოცველოს კოლექცია. კიაზო ფიცხელაურის მიხედვით]]

[[კატეგორია:საკულტო]]

[[კატეგორია:საკულტო]]
[[კატეგორია:A]]

[[კატეგორია:ა1]]
[[კატეგორია:გვიანი ბრინჯაო]]

[[კატეგორია:გვიანი ბრინჯაოს ხანა]]

მიმდინარე ცვლილება 17:24, 10 მაისი 2020 მდგომარეობით

მთავარი გვერდი

არაშენდას სამლოცველო მდებარეობს გურჯაანის რაიონში, სოფელ არაშენდას მიწებზე (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო).

1969 წ. არაშენდას მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილი „ფევრების ბოლო“) აღმოჩნდა არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც შეისწავლა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

ადგილზე, სადაც სამლოცველო ყოფილა განლაგებული, სამშენებლო ქვის ძიების დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად დააზიანა დამწვარი ქვების ყრილი, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ბრინჯაოს საგნები. ძეგლი როგორც გარეგნულად, ისე აქ მოპოვებული ინვენტარით ემსგავსება მელი-ღელე II (იხ. მელი-ღელეს სამლოცველო) და მელაანის სამლოცველოებს (იხ. მელაანის სამლოცველო). მელი-ღელესა და მელაანის მსგავსად არაშენდეზეც აღმოჩნდა რიყის დიდი ზომის ქვის ზღუდის ორი წრის ნანგრევი, რომელიც დამწვარი ქვებითაა შედგენილი. ზღუდის წრეები აქაც ტიხრებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. არაშენდას სამლოცველო იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი სათანადო შესწავლა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გამო ძეგლის ფუნქციონირების პერიოდის განსაზღვრა სიზუსტეს მოკლებულია. მის თარიღზე მეტ-ნაკლები მსჯელობის შესაძლებლობას გვაძლევს აქ დადასტურებული ბრინჯაოს მახვილი (ტაბ.I), რომლის თარიღიც ზოგადად ძვ.წ. VIII-VIსს. განისაზღვრება. ამ ტიპის იარაღის შემცველი ძეგლები ძირითადად ძვ.წ. VIII-VII სს. ფარგლებში ექცევა. არაშენდას მახვილი კი მისი თანმხლები გველისთავებით დაბოლოებული ბრინჯაოს სამაჯურის მიხედვით ძვ.წ. VI საუკუნითაც შეიძლება დათარღდეს (იხ. საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური კულტურები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის საკითხი).

სამლოცველოს მახლობლად ექსპედიციის დაზვერვითი სამუშაოების შედეგად მრავლად დადასტურდა ნამოსახლარებისა და სამაროვნების არსებობა. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე - მელაანში, მელი-ღელესა და არაშენდას მახლობლად სამოსახლოსგან გამოყოფილი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ოთხი დიდი სამლოცველო აღმოჩნდა. აღნიშნულის საფუძველზე კ. ფიცხელაურმა დასაშვებად მიიჩნია ამ ტერიტორიაზე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში რელიგიური ცენტრის არსებობა.

ლიტერატურა

არაშენდას სამლოცველო

ქვეყანა საქართველო
რეგიონი კახეთი
მუნიციპალიტეტი გურჯაანი
ადგილის სახელწოდება ფევრების ბოლო
გრძედი 41.677186° N
განედი 45.723848° E
პერიოდი ძვ.წ. VIII-VII სს. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა

არაშენდას სამლოცველოს კოლექცია. კიაზო ფიცხელაურის მიხედვით