გირსუ: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 40: | ხაზი 40: | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>განედი</td> |
<td>31.562028° N</td> | <td>31.562028° N</td> | ||
</tr> | </tr> | ||
<tr> | <tr> | ||
− | <td> | + | <td>გრძედი</td> |
<td>46.177583° E</td> | <td>46.177583° E</td> | ||
</tr> | </tr> |
მიმდინარე ცვლილება 04:55, 25 აპრილი 2020 მდგომარეობით
გირსუ (ლურსმული: ĝir2-suKI) არის თანამედროვე Tell Telloh. ის იყო შუმერის ქალაქი, რომელიც მდებარეობდა ლაგაშიდან ჩრდილო–დასავლეთით 25 კილომეტრის დაშორებით.
ისტორია
გირსუ სავარაუდოდ უბეიდის პერიოდში იყო დასახლებული (ძვ. წ-აღ. 5300-4800 წწ.), მაგრამ მნიშვნელოვანი აქტიურობა დაიწყო ადრე დინასტიურ პერიოდში. გუდეას მეფობის შემდეგ, ლაგაშის მეორე დინასტიის დროს, გირსუ გახდა ლაგაშის სამეფოს დედაქალაქი და დარჩა რელიგიურ ცენტრად მას შემდეგ რაც პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცა ლაგაშს. ურის მესამე დინასტიის დროს გირსუ იყო იმპერიის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი. ურის დაცემის შემდეგ გირსუმ უარყო თავისი მნიშვნელობა, მაგრამ დარჩა დასახლებულ პუნქტად დაახლეობით ძვ.წ-აღ. 2000 წლამდე.
არქეოლოგია
ტელლოჰი იყო პირველი შუმერული ძეგლი, რომელიც საფუძვლიანად გაითხარა. პირველად გათხრები მიმდინარეობდა ბასრას ფრანგი ვიცე-კონსულის ერნერს დე სარზეკის ხელმძღვანელობით 1877დან 1900წლამდე. 1903–1909 წლებში გათხრა გააგრძელა გასტონ კროსმა. გათხრები გაგრძელდა 1929-31 წლებშიც აბე ჰენრის და 1931–33წლებში ანდრე პეროტის მიერ.
ტერიტორიაზე მიმდინარეობდა როგორც ლეგალური ასევე არაკანონიერი გათხრებიც. ამ ადგილას დაახლოებით 50 ათასი თიხის ფირფიტა არის აღმოჩენილი.
გირსუ
რეგიონი | ქვემო შუამდინარეთი |
ქვეყანა | ერაყი |
ძველი სახელი | Ĝirsu |
თანამედროვე სახელი | Tell Telloh |
განედი | 31.562028° N |
გრძედი | 46.177583° E |
პერიოდი | შუმერი, აქადი |
მფარველი ღვთაება | ნინგირსუ, ბაბა |