არმაზის ბილინგვა: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 60: | ხაზი 60: | ||
</div> | </div> | ||
</div> | </div> | ||
+ | [[კატეგორია:ძველი აღმოსავლეთის წერილობითი წყაროები]] |
მიმდინარე ცვლილება 06:28, 14 სექტემბერი 2019 მდგომარეობით
- სტატია მომზადდა გ. წერეთლის ნაშრომის მიხედვით[1]
- მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს. წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.
- არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, იხმარებოდა არმაზული არამეული დამწერლობა.
თარგმანი
- სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – იბერთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა
ტრანსლიტერაცია
- 1. ’ნჰ სჸრფჲტ ბრთჲ ზჲ
- 2. ზჲვხ კლჲლ ბტხშ ზჲ ფრსმნ
- 3. მლქ 'ნთთ ზჲ ჲვდმნგნ ვნსჲჰ
- 4. ვქბჲრ 'რვსთ ჸბჲდ' რბ
- 5. თრბს ზჲ ხსჲფრნვგ მლქ ბრჲ
- 6. ზჲ 'გრჲფ რბ თრბს ზჲ
- 7. ფრსმნ მლქ ჰბლ ჰბლჲქ მ'
- 8. ზჲ ფრნვშ ლ' გმჲრ ვჰქჲნ
- 9. ტბ ვშფჲრ ჲჰვჰ ჰჲქ ზჲ ბრ
- 10. 'ჲნშ ლ' დმჸ ჲჰვჰ მნ
- 11. ტბვთ ვმ' ჲთჲნ ბშნთ 21
თარგმანი
- 1. მე [ვარ] სერაფიტი, ასული
- 2. ზევახისა მცირისა პიტიახშისა ფარსმან
- 3. მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა ძლევამოსილისა
- 4. და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოჲს
- 5. მოძღურისა ხსეფარნუგ მეფისა ძისა
- 6. აგრიფა ეზოჲს მოძღურისა
- 7. ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა ის
- 8. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად
- 9. კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არა
- 10. ვინ იყო [მისი] მსგავსი
- 11. სილამაზით. და გარდაიცვალა 21 წლისა
შენიშვნები
- ↑ გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, XIII, 1942, გვ. 34-42