კრახუნა თეთრი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | + | [[ფაილი:Kraxuna.jpg|right|thumb|400px|link=]] | |
<big>'''თეთრი კრახუნა'''</big> | <big>'''თეთრი კრახუნა'''</big> | ||
---- | ---- |
მიმდინარე ცვლილება 19:47, 2 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
თეთრი კრახუნა
იმერული ვაზის ჯიში. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში. მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე. ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ნაცრის მიმართ. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიშია.
იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ვეროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით დ სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული უფრო მუქად არის შეფერილი, მოქარვისფრო-ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავ უხეშობით. ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობად უმჯობსება, ივითარებს ძლიერ ბუკეტს, უფრო ნაზი და ჰარმონიული ხდება. კრახუნას ღვინოს აქვს მწიფე მსხლის გემო, ბალახის ტონები და სასიამოვნო მჟავიანობა. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ კრახუნას ჯიშურ ღვინოს.
ლიტერატურა:
- ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1960, გვ. 204-210
- მ. რამიშვილი, ამპელოგრაფია, მე-2 გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, გამომცემლობა "განათლება", თბ., 1986, გვ. 347-350
- Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine grapes. New York. HarperCollins Publisher. p. 514
- N. Tsertsvadze, Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue), 2012. pp. 177-239