გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კუპატი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
<big>'''კუპატი'''</big>
 
<big>'''კუპატი'''</big>
 
----
 
----
გატენილი პური ზეთში მოხრაკული (სულხან-საბა). კუპატს ქართულ კულინარიაში ორი მნიშვნელობა აქვს – ასე ეწოდება დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილ ნაწლავს, ძეხვის ერთგვარ სახეობას და სხვადასხვა სახის შიგთავსით დატენილ გამომცხვარ პურს. ღორის კუპატის დამზადება მთელი ცერემონიაა. ღორის დაკვლის შემდეგ შიგნეულობას გულდასმით და დიდხანს რეცხავენ და სხვადასხვა სანელებლის დამატებით მისგან ამზადებენ კუპატს, რომელიც კარგად ინახება და ზამთარში განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და გემრიელია.
+
გატენილი პური ზეთში მოხრაკული (სულხან-საბა).
 +
 
 +
კუპატს ქართულ კულინარიაში ორი მნიშვნელობა აქვს – ასე ეწოდება დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილ ნაწლავს, ძეხვის ერთგვარ სახეობას და სხვადასხვა სახის შიგთავსით დატენილ გამომცხვარ პურს. ღორის კუპატის დამზადება მთელი ცერემონიაა. ღორის დაკვლის შემდეგ შიგნეულობას გულდასმით და დიდხანს რეცხავენ და სხვადასხვა სანელებლის დამატებით მისგან ამზადებენ კუპატს, რომელიც კარგად ინახება და ზამთარში განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და გემრიელია.
 
----
 
----
 
'''მასალა:'''
 
'''მასალა:'''

მიმდინარე ცვლილება 10:30, 10 მარტი 2020 მდგომარეობით

კუპატი

კუპატი


გატენილი პური ზეთში მოხრაკული (სულხან-საბა).

კუპატს ქართულ კულინარიაში ორი მნიშვნელობა აქვს – ასე ეწოდება დაკეპილი ხორცით ან შიგნეულით გატენილ ნაწლავს, ძეხვის ერთგვარ სახეობას და სხვადასხვა სახის შიგთავსით დატენილ გამომცხვარ პურს. ღორის კუპატის დამზადება მთელი ცერემონიაა. ღორის დაკვლის შემდეგ შიგნეულობას გულდასმით და დიდხანს რეცხავენ და სხვადასხვა სანელებლის დამატებით მისგან ამზადებენ კუპატს, რომელიც კარგად ინახება და ზამთარში განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და გემრიელია.


მასალა:

  • ღორის შიგნეულობა (გული, ღვიძლი, თირკმელი) – 400 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ხმელი ქინძი – 7 გ
  • ხმელი ქონდარი – 7 გ
  • კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები – 35 გ
  • უცხო სუნელი -5 გ
  • აჯიკა – 10 გ
  • მარილი გემოვნებით
  • ღორის ნაწლავი – 1 მეტრი

მომზადების წესი:

ნაწლავი კარგად გარეცხეთ წყლით, შემდეგ გახეხეთ სიმინდის ფქვილით და ბოლოს ისევ წყალი გადაავლეთ. წვრილად დაკეპეთ შიგნეულობა, ჩაასრისეთ ნიორი, დაუმატეთ მარილი, დაფქული ხმელი ქინძი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, აჯიკა და კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები.

ნაწლავი წამოაცვით ძაბრს და ისე გატენეთ გულსართით, რომ ბევრი ჰაერი არ შეჰყვეს. თითოეული კუპატის თავი და ბოლო შეაერთეთ, ძაფებით შეკარით და ჩამოკიდეთ შესანახად გრილ და მშრალ ადგილას. შესაწვავად კუპატი ნემსით დაჩხვლიტეთ და ისე შეწვით ცხიმში ან 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით კეცით 35 წუთით, სანამ კარგად არ დაიბრაწება.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კუპატი&oldid=8232“-დან