პაჭიჭი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
'''სინონიმები: პაიჭი, [[ბაჭიჭი]]''' | '''სინონიმები: პაიჭი, [[ბაჭიჭი]]''' | ||
− | წვივის საფარი, წვივის შესამოსელი. ფეხის კოჭიდან მუხლამდე, ქართული კოსტიუმის ელემენტი. ხმარობდნენ შარვლიდ გარედან, იკრავდნენ წვივსაკრავის ([[ჩახსაკრავი]]ს) მეშვეობით. პაიჭს აქვს [[საკოჭური]] - ფეხის ტერფზე ამოსადები. | + | წვივის საფარი, წვივის შესამოსელი. ფეხის კოჭიდან მუხლამდე, ქართული კოსტიუმის ელემენტი. ხმარობდნენ შარვლიდ გარედან, იკრავდნენ წვივსაკრავის ([[ჩახსაკრავი]]ს, [[ლეკვერთხი]]ს) მეშვეობით. პაიჭს აქვს [[საკოჭური]] - ფეხის ტერფზე ამოსადები. |
მზადდებოდა ტყავის და ქსოვილისაგან. ძირითადად მეცხვარე და მესაქონლე ხალხი ხმარობდა. ხევში პაიჭები ცხვრის და თხის ტყავის მზადდებოდა. სვანეთში კი ჯიხვისა და არჩვის ტყავისგან. ძველად ორი სახის პაიჭებს ხმარობდნენ. ერთ მათგანს სამუხლე პაჭიჭს უწოდებდნენ, ჩამცმელს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა და მას იყენებდნენ ზამთარში, მეორეს უფრო მოკლეს ახალგაზრდები იცვამდნენ. პაიჭებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ და მამაკაცის გარდა თავადაც ხმარობდნენ. ხევში ბოლო დრომდე შემორჩა ტრადიცია პატარძლის მიერ ახალი პაიჭების დამზადებისა მაზლისა და მამამთილისთვის, რასაც მონდომებით კერავდა და ამკობდა მცენარეთა სახეებით. პაიჭის შემკობაში ვლინდება ქალის ხელსაქმის ოსტატობა. პაიჭის წვივზე დასამაგრებლად ამზადებდნენ ჭრელი აბრეშუმის ზონრებს, ჩახსაკრავებს, რომლებზედაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა სახის სახოტბო სიტყვები ან პატრონის სახელდება იყო ამოქარგული. | მზადდებოდა ტყავის და ქსოვილისაგან. ძირითადად მეცხვარე და მესაქონლე ხალხი ხმარობდა. ხევში პაიჭები ცხვრის და თხის ტყავის მზადდებოდა. სვანეთში კი ჯიხვისა და არჩვის ტყავისგან. ძველად ორი სახის პაიჭებს ხმარობდნენ. ერთ მათგანს სამუხლე პაჭიჭს უწოდებდნენ, ჩამცმელს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა და მას იყენებდნენ ზამთარში, მეორეს უფრო მოკლეს ახალგაზრდები იცვამდნენ. პაიჭებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ და მამაკაცის გარდა თავადაც ხმარობდნენ. ხევში ბოლო დრომდე შემორჩა ტრადიცია პატარძლის მიერ ახალი პაიჭების დამზადებისა მაზლისა და მამამთილისთვის, რასაც მონდომებით კერავდა და ამკობდა მცენარეთა სახეებით. პაიჭის შემკობაში ვლინდება ქალის ხელსაქმის ოსტატობა. პაიჭის წვივზე დასამაგრებლად ამზადებდნენ ჭრელი აბრეშუმის ზონრებს, ჩახსაკრავებს, რომლებზედაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა სახის სახოტბო სიტყვები ან პატრონის სახელდება იყო ამოქარგული. |
მიმდინარე ცვლილება 19:05, 29 აგვისტო 2020 მდგომარეობით
პაჭიჭი
სინონიმები: პაიჭი, ბაჭიჭი
წვივის საფარი, წვივის შესამოსელი. ფეხის კოჭიდან მუხლამდე, ქართული კოსტიუმის ელემენტი. ხმარობდნენ შარვლიდ გარედან, იკრავდნენ წვივსაკრავის (ჩახსაკრავის, ლეკვერთხის) მეშვეობით. პაიჭს აქვს საკოჭური - ფეხის ტერფზე ამოსადები.
მზადდებოდა ტყავის და ქსოვილისაგან. ძირითადად მეცხვარე და მესაქონლე ხალხი ხმარობდა. ხევში პაიჭები ცხვრის და თხის ტყავის მზადდებოდა. სვანეთში კი ჯიხვისა და არჩვის ტყავისგან. ძველად ორი სახის პაიჭებს ხმარობდნენ. ერთ მათგანს სამუხლე პაჭიჭს უწოდებდნენ, ჩამცმელს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა და მას იყენებდნენ ზამთარში, მეორეს უფრო მოკლეს ახალგაზრდები იცვამდნენ. პაიჭებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ და მამაკაცის გარდა თავადაც ხმარობდნენ. ხევში ბოლო დრომდე შემორჩა ტრადიცია პატარძლის მიერ ახალი პაიჭების დამზადებისა მაზლისა და მამამთილისთვის, რასაც მონდომებით კერავდა და ამკობდა მცენარეთა სახეებით. პაიჭის შემკობაში ვლინდება ქალის ხელსაქმის ოსტატობა. პაიჭის წვივზე დასამაგრებლად ამზადებდნენ ჭრელი აბრეშუმის ზონრებს, ჩახსაკრავებს, რომლებზედაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა სახის სახოტბო სიტყვები ან პატრონის სახელდება იყო ამოქარგული.