კაიმაღი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - "კაიმაღში ჩავარდა"-ო, ანუ კარგად გათხოვდაო. | ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - "კაიმაღში ჩავარდა"-ო, ანუ კარგად გათხოვდაო. | ||
− | + | [[მომხმარებელი:Paata|პაატა ბუხრაშვილი]] 10:35, 11 სექტემბერი 2020 (+04) | |
---- | ---- | ||
[[კატეგორია:კ]] | [[კატეგორია:კ]] |
09:07, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია
კაიმაღი
კაიმაღი - ძროხის, კამეჩის, ცხვრის, ან თხის რძისგან დამზადებული მაღალკალორიული კვების პროდუქტი. გავრცელებულია კავკასიის (განსაკუთრებით აჭარა-გურიაში), ცენტრალური აზიის, ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობის ყოფაში.
ფაქტიურად იგი ახალნაწველი რძის, თავმოხდილი ნაღებია; მაღალკალორიული და მალფუჭებადი პროდუქტი. დღეს კაიმაღს სეპარატორის საშუალებით ამზადებენ; მისი ტრადიციული დამზადების ტექნოლოგია კი ამგვარია - რძეს დაბალ ცეცხლზე მოადუღებენ, შემდეგ კი, ორი საათის განმავლობაში სითბოში დააყოვნებენ (თან ურევენ შიგადაშიგ) და გააციებენ. ინახება დაბალ ტემპერატურაზე.
კაიმაღს აქვს რძის ცხიმის მაღალი პროცენტი, ჩვეულებრივ იგი, დაახლოებით 60%-მდეა. მას აქვს სქელი, ნაღების თანმიმდევრულობა (არა მთლიანად კომპაქტური რძის ცილის ბოჭკოების გამო) და საკმაოდ მდიდარი და გამორჩეული გემო.
განსაკუთრებით გემრიელია ჭადთან და სანთლის არაყთან (ე.წ. "ბუზის ონტკა") ერთად.
სიტყვა - ,,კაიმაღი“ თურქმანული-ალათაური ენობრივი წარმომავლობისაა. შესაძლოა მომდინარეობდეს ზმნა - "კაიმაკიდან", რაც თურქმანულ ენაზე მეტალის დნობასა და ჩამოსხმას ნიშნავს. აღნიშნული სიტყვა სხვა ენებშიც გვხვდება: მონღოლური - "კაილგმაკი", თურქული ენების მცირე ცვალებადობებით - "ქაიმაკი" აზერბაიჯანში, "ყაიმაკი" - უზბეკურში, "გაიმაყ" - თურქმენულში, "კაიმაღი" - ქართულში.
ქართული ენის აჭარულ დიალექტში ასეთი ხატოვანი გამოთქმაც არსებობს - "კაიმაღში ჩავარდა"-ო, ანუ კარგად გათხოვდაო.
პაატა ბუხრაშვილი 10:35, 11 სექტემბერი 2020 (+04)