გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

საროს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ხაზი 55: ხაზი 55:
 
<tr>
 
<tr>
 
             <td>Google Plus კოდი</td>
 
             <td>Google Plus კოდი</td>
             <td><span class="plainlinks">[https://goo.gl/maps/cxTvJK6jMGUk88Xn9 G73G+WR Saro]</span></td>
+
             <td><span class="plainlinks">[https://goo.gl/maps/d2dxnU1rsS62GPbR7 G73G+WR Saro]</span></td>
 
             </tr>
 
             </tr>
 
<tr>
 
<tr>

მიმდინარე ცვლილება 07:23, 15 აპრილი 2021 მდგომარეობით

საროს კომპლექსი, პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში, აღწერილია ივ. როსტომაშვილის ნაშრომში.[1]

1991 წელს, მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ო. ღამბაშიძის ხელმძღვანელობით, გათხრები აწარმოვა საროს ციკლოპურ კომპლექსზე. გათხრების მიზანს წარმოადგენდა ამ ადგილას უძველესი ქალაქური დასახლების გამოვლენა. კომპლექსი შედგება სამი საფორტიფიკაციო ნაგებობისაგან. სოფლის დასავლეთით, განაპირას, მდებარეობს ბერბუკების სახნავ-სათესი, რომელსაც დასავლეთიდან ეკვრის ადგილი "ციხას ყელა". აქ არსებული, გამაგრებული დასახლება, ცნობილია ქვეუბნის ციხის სახელით. მთავარანგელოზის ეკლესიასთან არსებულ სიმაგრეს ადგილობრივები მოიხსენიებენ როგორც ზედა ციხეს, ან საყდრის ციხეს. აქედან, "სახიზრების ხევის" გადაღმა, მდებარეობს კოშკი, რომელსაც ახალციხე ეწოდება. [2]

ქვეუბნის ციხეზე სამუშაოს დაწყებისას, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია დიდი ზომის დამუშავებული ქვების გამოყენებამ და წყობის სიმეტრიულობამ, რომელიც გარკვეულ მსგავსებას იჩენს, ასპინძის მუნიციპალიტეტში ცნობილი, ყორღანული კულტურის სამარხი კამერების სამშენებლო ტექნიკასთან. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ადრე ბრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურის, გვიანი ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების კერამიკის ნატეხები. საფორტიფიკაციო კედლების გათხრისას დადასტურდა, რომ ისინი საძირკვლის გარეშე, კლდის მასივზეა აგებული. აქედან გამომდინარე, მეცნიერების ვარაუდით, ციხის კედლები არც თუ ისე მაღალი უნდა ყოფილიყო.[3] ციხიდან მოშორებით ექსპედიციამ შეისწავლა გვიანი ბრინჯაოს საწყისი ეტაპის (ძვ. წ-აღ. XV-XIV სს.) და ელინისტური ხანის (ძვ. წ-აღ. IV-III სს.) სამარხები.[4]


საროს ციხე

ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამცხე
მუნიციპალიტეტი ასპინძის
უახლოესი დასახლება სარო
აბსოლუტური სიმაღლე 1405 მ
მოიცავს
კედლის სისქე 2.0-2.5 მ
გრძედი 41.504825° N
განედი 43.277027° E
Google Plus კოდი G73G+WR Saro
ტიპი ციხე


წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019

ლიტერატურა
  1. Ростомов, И., Ахалкалакскiй уѣздъ въ археологическомъ отношенiи (съ ключомъ къ чтенiю надписей древней Джавахетiи и картой), Сборникъ Матерiаловъ для Описанiя Мѣстностей и Племенъ Кавказа XXV: 1-136. Изданiе Управленiя Кавказскаго Учебнаго Округа, Тифлисъ, 1898, გვ. 101
  2. ღამბაშიძე ო., ღამბაშიძე ი., კვირკვაია რ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება სოფ. საროში - ასპინძა. სამცხის და ჯავახეთის საზღვარზე, ახალციხე, 2000, გვ. 137
  3. იქვე, გვ. 137-138
  4. იქვე, გვ. 136