კვირია: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | <big>'''კვირია'''</big><ref><span class="plainlinks">[http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/109829-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/89/ intermedia.ge ქართული მითოლოგია - კვირია | + | <big>'''კვირია'''</big><ref><span class="plainlinks">[http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/109829-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/89/ თორნიკე ფხალაძე, intermedia.ge, ქართული მითოლოგია - კვირია]</span></ref> |
---- | ---- | ||
კვირია აღმოსავლეთ საქართველოს წარმართ მთიელთა წარმოდგენით გახლდათ ადგილობრივი სათემო ღვთაებების - დიდებული [[ხვთიშვილები]]ს წინამძღოლი. უზენაეს [[მორიგე ღმერთი|მორიგე ღმერთსა]] და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის აღმსრულებელი. მისი ეპითეტებია '''კარავიანი და ხმელთმოურავი'''. კვირიას საპატივსაცემოდ ეწყობოდა დღესასწაულები, როგორიცაა [[კვირაცხოვლობა]], ხალარჯობა ღამისთევით, სისხლიანი მსხვერპლშეწირვით და ნადიმებით. ამ დღესასწაულების მიმდინარეობისას ხალხი მწვანე ტოტებით, რიტუალურად აშენებდა ქოხებს კვირიას საპატივსაცემლოდ. | კვირია აღმოსავლეთ საქართველოს წარმართ მთიელთა წარმოდგენით გახლდათ ადგილობრივი სათემო ღვთაებების - დიდებული [[ხვთიშვილები]]ს წინამძღოლი. უზენაეს [[მორიგე ღმერთი|მორიგე ღმერთსა]] და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის აღმსრულებელი. მისი ეპითეტებია '''კარავიანი და ხმელთმოურავი'''. კვირიას საპატივსაცემოდ ეწყობოდა დღესასწაულები, როგორიცაა [[კვირაცხოვლობა]], ხალარჯობა ღამისთევით, სისხლიანი მსხვერპლშეწირვით და ნადიმებით. ამ დღესასწაულების მიმდინარეობისას ხალხი მწვანე ტოტებით, რიტუალურად აშენებდა ქოხებს კვირიას საპატივსაცემლოდ. |
16:14, 2 მარტი 2020-ის ვერსია
კვირია[1]
კვირია აღმოსავლეთ საქართველოს წარმართ მთიელთა წარმოდგენით გახლდათ ადგილობრივი სათემო ღვთაებების - დიდებული ხვთიშვილების წინამძღოლი. უზენაეს მორიგე ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის აღმსრულებელი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივსაცემოდ ეწყობოდა დღესასწაულები, როგორიცაა კვირაცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, სისხლიანი მსხვერპლშეწირვით და ნადიმებით. ამ დღესასწაულების მიმდინარეობისას ხალხი მწვანე ტოტებით, რიტუალურად აშენებდა ქოხებს კვირიას საპატივსაცემლოდ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს წარმართ მთიელებს, მათში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაება გახლდათ. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც მოიცავდა 8 ცალკეულ რიტუალს. როგორც მარშალ ლანგიც შენიშნავს, ეს იყო ეროტიული ხასიათის და ორგიასტული რიტუალები, მაგ ბერიკობა, მურყვამობა და ა.შ.ეს ორგიები ტარდებოდა როგორც სვანეთში ასევე ფშაველებში და ხევსურებში და თითქმის ყველა ქართველ მთიელ ხალხში. არქეოლოგიური მასალითაც მტკიცდება რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში პროტოქართველებს ჰქონდათ კვირიას კულტი. აღმოჩენილია სწორედ ამ პერიოდის, 30-28 საუკუნის წინანდელი კვირიას ითიფალური ფიგურები მაგალითად, კახეთის ტერიტორიაზე. იტიფალური ნიშნავს ნაყოფიერების გამომხატველ ღვთაებას, რომელსაც გამოსახავდნენ ერეგირებული ფალოსით.
კვირიას დღესასწაულების განმავლობაში აშენებდნენ თოვლის კოშკს, მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს აწყობდნენ, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომელშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია გვევლინება, როგორც უზენაესი ღვთაება, რომელიც განაგებს სრულიად ზეცას და ზეციურ წყალს. კვირიას ჰიმნს დასავლეთ ქართველი წარმართი მთიელები მღეროდნენ გვალვების პერიოდში და შესთხოვდნენ მას წვიმის მოსვლას.
ხალხური პოეზიის, თქმულებების, ზღაპრების, ანდრეზების, დაკვირვებული შესწავლა შუქს ჰფენს ამა თუ იმ ერის ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიის იმ საკითხებს, რომელთაც დავიწყების მტვერი მიჰყრიათ, დროთა განმავლობაში გაუგებარნი და აუხსნელნი დარჩენილან. ძველი ხალხური ლექსის მცირე ფრაგმენტიც კი, თუ მას საჭირო ცნობა შემოუნახავს, დაკვირვებული მკვლევარის ხელში იმ ჩუქურთმად იქცევა ხოლმე, რომელიც აწ უკვე დანგრეული და შერყვნილი ძეგლის სახის აღდგენას ემსახურება. ამ მხრივ, ფასდეუდებელია ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, რომელმაც ძველი ხალხური თქმულებების, ლექსებისა და სხვა ზეპირი გადმოცემების საფუძველზე, გონებამახვილურად აღადგინა ქართველთა უძველესი (ქრისტიანობამდელი) მსოფლმხედველობა და წარმართული პანთეონი.
ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ქართულ წარმართულ ღვთაებათა შორის, ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი კვირიას ეჭირა. კვირია სხვაგვარადაც ჟღერდა: კვირიაე, კვირაე, კვირეე... იგი ითვლებოდა იმ ღმერთად, რომელსაც "სამართალი ეკითხებოდა და ებარა." ხახმატის ჯვარის ხუცურ დამწერლობებში ნათქვამია: "დიდება და გამარჯვება ძალ-ღვთისასა, სამართალს კვირიასას. ძალი ღვთისა გწყალობდეთავ, სამართალი კვირიაესა."
როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, "ბედისა და წულის გამოთხოვა და მიცემაც, მორიგე ღმერთზე და კვირიაზე იყო უმთავრესად დამოკიდებული." აი, როგორ ამწყალობებს იგივე ხახმატის ხუცესი: "წული ვის ყავდეს, გაუზარდეთ. არ ყავდეს და თუ ვინმე გეხვეწებოდეს, ღმერთსა და კვირიას გამოუთხოვეთ."
როგორც ერთი ხევსურული დამწყალობების ტექსტის შესწავლით ირკვევა, კვირია, მორიგე ღმერთთან ერთად წარმართული რწმენით, დარ-ამინდის, ტაროსის განმგებლადაც ითვლებოდა: "მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ."[2]
როგორც აშკარად ვხედავთ, კვირია ქართულ წარმართულ პანთეონში ნამდვილად ძალზედ გავლენიანი ღვთაება გახლდათ. მას უმაღლესი მორიგე ღმერთის კარზე თავისუფალი შესვლა-გამოსვლის უფლება ჰქონდა - ხალხი უწოდებდა "ღვთის კარზე მოარულ ღვთაებას".
თუში მთქმელებისგან ვ. ბარდაველიძის მიერ ჩაწერილ ლექსებში, კვირია, მორიგე ღმერთის შემდეგ იხსენიება:
- პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,
- მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,
- მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,
- მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია.
- .............................................................
- ჯერეღა ღმერთი ვადიდოთ, მით უფრო დიდებულია.[3]
- მემრე ვახსენოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,
- მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი სახეოსია,
- მემრედ ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭურთისია.[4]
კვირია, როგორც ღვთაება სვანურ გადმოცემებშიც იხსენიება. ივ. ჯავახიშვილი განიხილავს რა არსენ ონიანის ცნობას სვანთა ძველი საგალობლის - "კვირაიი ღმერთის" შესახებ, აღნიშნავს:
"კვირაიის თქმის დროს, ყველანი პირს აღმოსავლეთისაკენ იზამენ და საგალობელს ისე ამბობენ ხოლმე. ეს საგალობელი ღვთის დიდი სავედრებელია და მისი წარმოთქმის დროს ყველა ქუდმოხდილია და პირჯვარს იწერს."
მკვლევარი სინანულით აღნიშნავს, რომ არსენ ონიანის ცნობა კვირიას შესახებ ამით თავდება და ონიანს არაფერი აქვს იმის შესახებ ნათქვამი, თუ რა ღვთაებად ესახებათ სვანებს კვირია და რას შესთხოვენ ხოლმე მას. თუ გავითვალისწინებთ არსენ ონიანის ცნობას, რომ კვირიაზე მლოცველი ქართველი წარმართები პირს აღმოსავლეთისკენ მიიბრუნებდნენ ხოლმე, სავარაუდო ხდება, რომ კვირია რომელიმე მნათობს უნდა წარმოადგენდეს.
ეჭვგარეშედ შეიძლება ითქვას, რომ პროტოქართველებს კვირია მზის სახით არ ჰყავდათ წარმოდგენილი, ვინაიდან მზე მუდამ პირველ ღვთაებად და მთავარ ღმერთად გახლდათ წარმოდგენილი. კვირია, ხალხის რწმენით მართალია ძლიერი ღვთაება იყო, მაგრამ პირველი ადგილი - მორიგე ღმერთს ეჭირა ქართველურ ღვთაებათა წარმართულ პანთეონში.
თავისი მნიშვნელობითა და სიდიდით, მზის შემდგომ, მომდევნო ღვთაება მთვარეა. მაგრამ მთვარე კვირიად ვერ ჩაითვლება, რადგან ხალხის რწმენით, კვირია ღვთის (ე.ი. მზის) კარზე მოარული ღვთაებაა.
ღვთის კარზე მოარულ ღვთაებად, კვირიად, უფრო შესაძლებელია, რომ ცისკარი მივიჩნიოთ, რომელიც უშუალოდ უსწრებს მზის ამოსვლას, მიუძღვის მას ცის კამარაზე და მისი ამოსვლის მაცნე და მახარებელია.
ამის დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ ივ. ბუქურაულის მიერ თუშეთში ჩაწერილი ერთი ძველი ხალხური ლექსი - "თუშეთის წმინდანები". აი ამ ლექსის დასაწყისი სტრიქონები, სადაც კვირიას ცისკრის ვარსკლავობაა დადასტურებული:- ↑ თორნიკე ფხალაძე, intermedia.ge, ქართული მითოლოგია - კვირია
- ↑ ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების სასულიერო ტექსტები, საქართველოს ეთნოგრაფიის მასალები, I, 1938
- ↑ ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების სასულიერო ტექსტები, საქართველოს ეთნოგრაფიის მასალები, I, 1938
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, ნაწილი I, გვ. 201-203