მარი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 179: | ხაზი 179: | ||
[[კატეგორია:მ1]] | [[კატეგორია:მ1]] | ||
[[კატეგორია:ნამოსახლარი]] | [[კატეგორია:ნამოსახლარი]] | ||
− | [[კატეგორია:ადრე | + | [[კატეგორია:ადრე ბრინჯაოს ხანა]] |
− | [[კატეგორია:შუა | + | [[კატეგორია:შუა ბრინჯაოს ხანა]] |
მიმდინარე ცვლილება 17:22, 10 მაისი 2020 მდგომარეობით
მარი არ წარმოადგენდა მცირე ზომის დასახლებას, რომელიც შემდეგ განვითარდა, ის თავიდანვე დაფუძნდა, როგორც ქალაქი შუამდინარულ ადრედინასტიურ პერიოდში დაახ. ძვ. წ-აღ. 2900 წ. ის აკონტროლებდა ევფრატის სანაოსნო გზას, რომელიც ლევანტს შუმერულ სამხრეთთან აკავშირებდა. ქალაქი წყალდიდობებისგან დასაცავად ევფრატიდან 1-2 კილომეტრის დაშორებით აშენდა და მდინარესთან ხელოვნური არხით იყო დაკავშირებული.
ქალაქის გათხრა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მისი ადრეული ფენები ღრმად არის დამარხული შემდგომი პერიოდის საცხოვრებელი ჰორიზონტების ქვეშ. დადასტურებულია წყალდიდობის საწინააღმდეგო წრული ჯებირი, რომლის შიგნითაც 6.7 მ სისქის ასევე წრიული საფორტიფიკაციო კედელია აღმოჩენილი.
ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XXVIII საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად იგი დასახლებული იყო ხურიტული მოდგმის ტომებით, რომელთა ასიმილაცია ძვ. წ. III ათასწლეულში მოახდინეს დასავლეთიდან შემოსულმა სემიტებმა.
დაახლ. ძვ. წ. 2570 წელს გამეფდა სემიტური დინასტიის პირველი წარმომადგენელი ილი-იშარი. ძვ. წ. XXIV საუკუნეში მარი დაიპყრო აქადის მეფე სარგონ დიდმა.
ურის III დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) მარის სამეფოს განაგებდნენ შუმერის მეფეთა მიერ დანიშნული მოხელეები. ძვ. წ. XX საუკუნეში ტახტზე ავიდა აქ გაბატონებული ამორეული მოდგმის ტომების წარმომადგენელი იაგიდ-ლიმი, რომელიც მარის სამეფოს დამაარსებლად იწოდებოდა.
ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში გამეფდა უკვე სხვა დინასტიის წარმომადგენელი იაჰდუნ-ლიმი, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 1790 წელს დაამარცხა ასურეთის მეფე შამშიადად I-მა და მის მაგივრად თავისი შვილი იასმახ-ადადი გაამეფა. 10 წლის შემდეგ მას აუჯანყდა ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი ზიმრი-ლიმი, რომელმაც ბაბილონის მეფის ხამურაბის დახმარებით დაიბრუნა ტახტი. მისი მეფობის დროს (ძვ. წ. 1781-1757 წწ.) მარი გაძლიერდა, ფართო დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარა დასავლეთით სირიის, ხოლო აღმოსავლეთით ეშნუნასა და ელამის გამგებლებთან. მარის საგარეო ვაჭრობის სფერო ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე ვრცელდებოდა. შემდეგ ზიმრი-ლიმსა და ხამურაბს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რითაც ისარგებლა ხამურაბიმ და ძვ. წ. 1758 წელს დაიპყრო მარი და მისი მოკავშირე ოლქები. ამის შემდეგ მარიმ საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა.
მარის არქეოლოგიური შესწავლა 1933 წლიდან დაიწყო საფრანგეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ანდრე პაროს ხელმძღვანელობით. გამოავლინეს ძვ. წ. III-II ათასწლეულის დასაწყისის ტაძრებისა და მეფე ზიმრი-ლიმის ალიზის სასახლის ნანგრევები (260-მდე ოთახი და რამდენიმე შიდა ეზო). ნაპოვნია საბჭდავები, ქვის ქანდაკებები, ბრინჯაოს ლომის ფიგურები; აქვე აღმოჩნდა კარგად დაცული სამეფო არქივი (20 ათასზე მეტი ლურსმული დოკუმენტი), სადაც წარმოდგენილია ძვირფასი მასალა მარის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
უძველეს სამეფო ქალაქ მარიში (თელ-ჰარირი) რომელიც მდებარეობდა მდინარე ევფრატთან ახლოს, სამხრ.-აღმ. სირიის ქალაქ აბუ-ქამალიდან ჩრდ. ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 11 კმ-ში. აღმოაჩინეს უზარმაზარი სასახლე, რომელსაც 6 ჰა ეკავა, 300 ოთახი ჰქონდა და საცავებში 20 000-ზე მეტი თიხის ფირფიტა ინახებოდა. სასახლის კომპლექსში შედიოდა მეფის შიდა სასახლეები, ადმინისტრაციული შენობები და გადამწერთა სკოლები. ბევრ კედელს ამშვენებდა უზარმაზარი ფრესკები, აბაზანებში იპოვეს კასრები, სამზარეულოებში კი ნამცხვრის საცხობი ფორმები. როგორც ჩანს, ის ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდებული ქალაქი იყო. თიხის ფირფიტები შეიცავდა სამეფო განკარგულებებს, საჯარო ცნობებს, ანგარიშებს და არხების, რაბების (არხში წყლის გადასაკეტი მოწყობილობა), კაშხლებისა და სხვა სარწყავი სისტემების მშენებლობის ბრძანებებს, აგრეთვე იმპორტის, ექსპორტისა და საგარეო საქმეების კორესპონდენციას. გადასახადების აკრეფისა და ჯარში გაწვევის მიზნით ხშირად ტარდებოდა მოსახლეობის აღწერა. რელიგიას გამოჩენილი მდგომარეობა ეკავა, განსაკუთრებით იშთარის, ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისცემას, რომლის ტაძარიც გათხრების დროს აღმოაჩინეს. ბაბილონის მსგავსად, აქაც მკითხაობდნენ ღვიძლსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით და სხვა მსგავსი მეთოდებით. ქალაქის უდიდესი ნაწილი გაანადგურა ბაბილონის მეფე ხამურაბიმ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წარწერებში მოხსენიებული ჩრდ. შუამდინარეთის ქალაქების სახელები — ფელეგი, სერუგი, ნახორი, თერახი და ხარანი, რომლებიც აბრაამის ნათესავებს ერქვათ.
მარის მეფეები
მეფე | მეფობის წლები | შენიშვნა | ||
---|---|---|---|---|
ანბუ | 30 წელი | შეიძლება იკითხებოდეს როგორც Ilshu. | ||
ანბა | 17 წელი | მეტსახელი: "ანბუს ვაჟი" | ||
ბაზი | 30 წელი | მეტსახელი: "დაბაღი" | ||
ზიზი | 20 წელი | მეტსახელი: "მპენტავი" | ||
ლიმერი | 30 წელი | მეტსახელი "ქუდუგი (ქურუმი)" | ||
შარუმ-ითერი | 9 წელი | |||
"მარი განადგურდა და მეფობა გადავიდა ქიშში." | ||||
მეორე სამეფო | ||||
იკუნ-შამაში | გამეფდა ლაგაშის მეფის ურ-ნანშეს გამეფებამდე. | |||
იკუნ-შამაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2453 წ. | |||
ანშუდი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2423-2416 წწ. | |||
სა'უმუ | დაახ. ძვ. წ-აღ. 2416-2400 წწ. | |||
იშჰთუფ-იშარი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2400 წ. | |||
იკუნ-მარი | ||||
იბლულ-ილი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2380 წ. | |||
ნისი | მხოლოდ 3 წელი იმეფა | |||
ენა-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2340 წ. | |||
იკუნ-იშარი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2320 წ. | |||
ჰიდარი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2300 წ. | |||
ისქი-მარი | მისი სახელი ადრე იკითხებოდა როგორც Lamgi-Mari. | |||
შაქანაქუს დინასტია | ||||
იდიდიში | დაახ. ძვ. წ-აღ. 2266-2206 წწ. | |||
შუ-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2206-2200 წწ. | იდიდიშის ვაჟი. | ||
იშმე-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2199-2154 წწ. | იმეფა 45 წელი. | ||
ნურ-მერი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2153-2148 წწ. | იშმე-დაგანის ვაჟი | ||
იშტუპ-ილუმი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2147-2136 წწ. | ნურ-მერის ძმა. | ||
იშგუმ-ადუ | დაახ. ძვ. წ-აღ. 2135-2127 წწ. | 9 წელი იმეფა. | ||
აფილ-ქინი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2126-2091 წწ. | იშმე-დაგანის ვაჟი | ||
იდინ-ელი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2090-2085 წწ. | მისი სახელი ასევე იკითხება როგორც Iddi-Ilum. | ||
ილი-იშარი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2084-2072 წწ. | |||
თურამ-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2071-2051 წწ. | აფილ-ქინის ვაჟი და ილი-იშარის ძმა. | ||
ფუზურ-იშთარი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2050-2025 წწ. | თურამ-დაგანის ვაჟი. | ||
ჰითლალ-ერა | დაახ. ძვ. წ-აღ. 2024-2017 წწ. | ფუზურ-იშთარის ვაჟი. | ||
ჰანუნ-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2016-2008 წწ. | ფუზურ-იშთარის ვაჟი. | ||
ისი-დაგანი | დაახ. ძვ. წ-აღ. 2000 წ. | |||
ენინ-დაგანი | ისი-დაგანის ვაჟი. | |||
ითურ-(...) | სახელი არ იკითხება | |||
ამერ-ნუნუ | ||||
თირ-დაგანი | ითურ-(...)-ს ვაჟი | |||
დაგან-(...) | სახელი არ იკითხება ბოლო შაქანაქუ | |||
ლიმის დინასტია | ||||
იაგიდ-ლიმი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1830-1820 წწ. | |||
იაჰდუნ-ლიმი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1820-1798 წწ. | |||
სუმუ-იამამი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1798-1796 წწ. | |||
ასურული პერიოდი | ||||
იასმახ-ადადი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1796-1776 წწ. | ასურეთის მეფის შამში-ადად I-ს ვაჟი. | ||
იშარ-ლიმი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1776 წ. | |||
ლიმის დინასტიის რესტავრაცია | ||||
ზიმრი-ლიმი | დაახ. ძვ. წ-აღ. 1776-1761 წწ. |