ნამგალა: განსხვავება გადახედვებს შორის
(ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Namgala.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>ნამგალა</small></c...) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 10:24, 23 აგვისტო 2020 მდგომარეობით
ნამგალა
- საძოვარზე ერთი მწყემსის მეზობლად დაბინავებული მეორე მწყემსი;
- ამხანაგი რაიმე საქმიანობაში (იმერეთი, ხევი);
- ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. შეიცავს 2 ოჯახს 74 სახეობას (ნამარხი ფორმების გარდა). პატარა ფრინველებია. აქვს გრძელი და ვიწრო ნამგლისებური ფრთები, მოკლე და სუსტი ფეხები, რომლებითაც ვერ დადიან. ნამგალები ფრენის დროს იკვებებიან, სვამენ, ჯვარდებიან, აგროვებენ მასალას ბუდისათვის და ა.შ. ფრენენ ძალიან სწრაფად (ზოგი საათში 200 კმ სიჩქარით). იკვებებიან მხოლოდ მფრინავი მწერებით, უმთავრესად მავნებლებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. ნამგალები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ბარში, მთებსა და უდაბნოებშიც, მაგრამ ირჩევენ გაშლილ ადგილებს. საქართველოში მოიპოვება ნამგალასებრთა (Apodidae) ოჯახის 2 სახეობა: ნამგალა (Apus apus) და მეკირია (Apus melba).